
განათლების დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტში სტუდენტების საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდამჭერი სერვისების მიწოდება და განვითარება, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება;
დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის ქვესტრუქტურული ერთეულები: უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრი; ენების ცენტრი;
დეპარტამენტი საკუთარი მიზნების მიღწევისთვის:
- ახორციელებს სტუდენტურ სერვისებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე;
- უზრუნველყოფს სტუდენტის საჭიროებებზე ორიენტირებული და კარიერული მხარდაჭერის სერვისების მიწოდებას;
- ხელს უწყობს სტუდენტების, კურსდამთავრებულების, უნივერსიტეტის პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას;
- ადგენს პროგრამაზე სტუდენტთა, ჩარიცხვის მსურველ პირთა ენობრივი კომპეტენციის დონეს და ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე;
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.