აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 20 დეკემბერს, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია: „ილია ჭავჭავაძე სამართლისა და დანაშაულის საკითხებზე”.
EEU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა დავით წულაიამ – EEU-ს ასისტენტ-პროფესორი, იურისტი და კრიმინოლოგი https://eeu.edu.ge/davittsulaia/
ღონისძიების ფარგლებში სამიზნე ჯგუფის წევრები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
- ბიოგრაფიული ცნობები და სამართლის კონცეფცია;
- სამართლის წარმოშობა, კრიტერიუმი, გაგება;
- სამართლის ღვთაებრივი ბუნება და დანაშაულის კონცეფცია, დანაშაულის ძირითადი ნიშნები;
- საზოგადოებრივი საშიშროება;
- დანაშაული შეფასებითი ცნება და ცოდვა;
- დამნაშავის პიროვნება და დანაშაულობის მიზეზები (კაკო ყაჩაღი, გლახის ნაამბობი, სარჩობელაზედ).
საჯარო ლექცია სტუდენტების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.