flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ძირითადი მიღწევები, რეკომენდაციები და შესრულების მაჩვენებელი

🔴EEU- ში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების იმპლემენტაცია  ხორციელდება  ხარისხის უზრუნველყოფის  სისტემის მიზნების ფარგლებში, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს  უნივერსიტეტის მისიის და მიზნების მიღწევის მხარდაჭერას, ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო  სტანდარტების უნივერსიტეტში დანერგვის გზით, რისთვისაც   უნივერსიტეტში განსაზღვრულია  ხარისხის სტანდარტები, უზრუნველყოფილია ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება  და  შეფასების შედეგებზე დაფუძნებით  ხარისხის გაუმჯობესება.

🟠უნივერსიტეტში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა  ორიენტირებულია მიღწეული შედეგების განმტკიცებასა და გაუმჯობესებაზე, ინსტიტუციური სარგებლის მოტანაზე და  პირდაპირ ეხმიანება უნივერსიტეტის მისწრაფებას მიაღწიოს მდგრად წარმატებას.

📈ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინტენსიურად მუშაობს უნივერსიტეტის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების დროულად და ეფექტურად მიღწევაზე.

📊მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა უნივერსიტეტის  წინაშე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზს, მათთან გამკლავების საუკეთესო საშუალებების მოძიებასა და მათი განვითარების შესაძლებლობად გარდაქმნას.

🟣უმაღლესი განათლების სექტორში არსებული ტენდენციები, მიმდინარე ცვლილებები და რეფორმის კონტექსტი  მუდმივად აჩენს რისკს,  ინსტიტუციამ სათანადოდ  ვერ გაიაზროს უნივერსიტეტის წარმატებაზე მოქმედი ის ფაქტორები, რომელიც მუდმივად ჩნდება, ვითარდება, იზრდება ან იკლებს და ამ ცვლილებების კვალდაკვალ  უნივერსიტეტი  მუდმივად  ფოკუსირებული უნდა იყოს დააკმაყოფილოს სტუდენტებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების საჭიროებები და მოლოდინები. რაც კიდევ უფრო ზრდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის როლს ამ პროცესებში  და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენების შედეგებზე დაფუძნებით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლების გაზრდა ამ კონტექსტში მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.

🔵ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ხარისხის შეფასების უმნიშვნელოვანესი ნაწილია გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების გაცემა. თუმცა, სამსახურის  საქმიანობის  სარგებელი გამოიხატება არა მხოლოდ რეკომენდაციების გაცემაში, არამედ − მათ შესრულებაში.

🟢მოცემულ ეტაპზე, სამსახური  დადებითად აფასებს რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს. თუმცა  აქტიურად მუშაობს მის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე. დაგეგმილია  რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის განვითარება. ასევე უკუკავშირის  მნიშვნელობის შესახებ საუნივერსიტეტო საზოგადოების ცნობიერების  გაუმჯობესებისათვის ეფექტიანი მექანიზმების გამოყენება.

2019-2020 წლების ძირითადი მიღწევები
2019- 2020 წწ - ძირითადი და სისტემური რეკომენდაციების განსაზღვრა
2020 წლის სექტემბრისთვის, უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენების შედეგების შეფასებაზე დაფუძნებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა განსაზღვრა შემაჯამებელი რეკომენდაციები:
2019-2020 წლების ძირითადი მიღწევები
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით:

  • განახლდა უნივერისტეტში არსებული ძირითადი მარეგულირებელი  დოკუმენტაციის შინაარსი;

  • გადაიხედა და განვითარდა საგანმანათლებლო პროგრამები და გაძლიერდა პრაქტიკული კომპონენტი;

  • დაინერგა საგანმანათლებო პროგრამის შიდა ყოველწლიური ანგარიშების წარმოება;

  • დაინერგა სტრუქტურული ერთეულების მიერ ანგარიშების წარმოების პროცედურა;

  • შემუშავებული იქნა სახელმძღვანელო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისათვის;

  • ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვის;

  • ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ტრენინგები ადმინისტრაციული პერსონალისთვის;

  • ჩატარდა ინდივიდუალური შეხვედრები ყველა სტრუქტურულ ერთეულთან;

  • შემუშავებული და დანერგილი იქნა პროგრამის ინიცირების და რეაკრედიტაციის პროცედურა;

  • შემუშავებული და დანერგილ იქნა უკუკავშირის პროცედურა;

  • ექვსმა საგანმანათლებლო პროგრამამ წარმატებით გაიარა რეაკრედიტაციისა და ახალმა პროგრამამ აკრედიატაციის პროცესები;

  • მიმდინარეობს შრომის ბაზრის ტენდენციების ანალიზი ახალი პროგრამების ინიცირების კონტექსტში.

  • შემუშავებულ იქნა ორი ახალი პროგრამა;

  • შემუშავებულ იქნა სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების ერთიანი ხედვა, ხოლო მასზე დაფუძნებით  მიმდინარეობს  სწავლა-სწავლების ხარისხის სტრატეგიის შემუშავების პროცესი პარტნიორ მიდლსექსის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად.

  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სამეცნიერო კვლევების განვითარების დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობით დაინერგა აკადემიური პერსონალის აკადემიური და სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასება.

  • წლიურ ანგარიშებზე დაფუძნებით სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები და მოსაზრებები გადაეცა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჯგუფს რომელმაც დაამუშავა და უზრუნველყო სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ჩარევების განხორციელება/განახლება;

  • განახლდა ყველა სტრუქტურული ერთეულის დებულება და ასევე სამუშაო აღწერილობები.

  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით შემუშავებული იქნა საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი  პერსონალის მართვის პოლიტიკა;

  • სამსახურის კოორდინაციით გადაიხედა და განახლდა სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის მეთოდოლოგია, რომელშიც სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად გათვალისწინებული იქნა უნივერსიტეტში სწავლა სწავლების ხარისხის კონცეფციის ძირითადი ასპექტები.

  • გადაიხედა სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის მექანიზმები და ინსტრუმენტები.

  • დაზუსტდა მისია და ხედვა; განისაზღვრა უნივერსიტეტის ღირებულებები.

2019- 2020 წწ - ძირითადი და სისტემური რეკომენდაციების განსაზღვრა
2019-2020 წლების განმავლობაში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენების შედეგად  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სამ  ეტაპად განხორციელდა ძირითადი და სისტემური რეკომენდაციების განსაზღვრა.  კერძოდ:

პირველი ეტაპი: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაამუშავა 2018-2019 წელს გამოყენებული ხარისხის მექანიზმების შედეგები და მასზე დაფუძნებით  2019 წლის სექტემბერში განსაზღვრა რეკომენდაციები, შესაბამის პასუხისმგებლით/ჩართული სტრუქტურების/სუბიექტების მითითებით.

მეორე ეტაპი:  2019 წლიდან უნივერსიტეტში დაინერგა ყოველწლიური ანგარიშგების კულტურა. წარმოდგენილი  ანგარიშების ანალიზსა და ასევე, გარე შეფასების შედეგებზე დაფუძნებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა 2020 წლის მარტში უზრუნველყო რეკომენდაციების განსზღვრა.

მესამე ეტაპი:  პანდემიის გამო დისტანციურ სწავლების ფორმატზე გადასვლის,  დისტანციური სწავლების შეფასების მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა შეიმუშავა ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მისი იმპლემენტაციისთვის შესაბამისი გამოკითხვის ფორმები. 2020 წლის მაისში ჩატარებულ გამოკითხვის შედეგებზე დაფუძნებით სამსახურმა განსაზღვრა შესაბამისი რეკომენდაციები.

2019-2020 წლებში განსაზღვრული 28 ძირითადი რეკომენდაციის შესრულების მაჩვენებელი 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით 86%
86%
2021 წლის მარტის მდგომარეობით რეკომენდაციის შესრულების მაჩვენებელი 100%
100%
2020 წლის სექტემბრისთვის, უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენების შედეგების შეფასებაზე დაფუძნებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა განსაზღვრა შემაჯამებელი რეკომენდაციები:
  1. მიზანშეწონილია ინტენსიურად გაგრძელდეს უნივერსიტეტის ცნობადობისა და მიმზიდველობის გარდის მიზნით შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიების იმპლემენეტაცია, ამასთანავე გათვალისიწინებულ იქნას პანდემიით გამოწვეული ფაქტორები.
  2. მიზანშეწონილია არსებული შიდა კომუნიკაციის განვითარების მექანიზმები ისეთივე ინტენსივობით იქნას გამოყენებული, როგორც საანგარიშო პერიოდში. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ორიენტირებული უნდა იყვნენ  ინფორმაციის დამუშავების და გავრცელების ერთიან მიდგომაზე. სასურველია სტრუქტურულ ერთეულებში შიდა ანგარიშგების კულტურის დანეგრვა ყველა სტრუქტურული ერთეულის დონზე.
  3. გაგრძელდეს საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების მექანიზმების განვითარება ეროვნული კანონმდებლობის გაზრდილი მოთხოვნებისა და პანდემიით გამოწვეული რისკების გათვალისწინებით. ასევე საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებული პირებისთვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ინტრენაციონალიზაციის პოლიტიკით დაგეგმილი ამოცანების  შესახებ.
  4. რეკომენდებულია შესწავლილ იქნას თითოეულ ფაკულტეტზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტერესები, საჭიროებები საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობასთან მიმართებით და კვლევის შედეგებზე დაფუძნებით  იქნას შემუშავებული  კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პერსონალის ჩართულობის ზრდას საერთაშორისო პროექტებში და გაზრდის საერთაშორისო მობილობის მაჩვენებელს.
  5. გაგრძელდეს სტუდენტების ინფორმირება მათი უფლებების, უნივერსიტეტში არსებული მათი მხარდაჭერის სერვისების, ეთიკისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებისა და ქცევის წესების შესახებ.
  6. რეკომენდებულია პლაგიატის და მისი თავიდან აცილების  შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დაინტერესებული მხარეებისთვის.
  7. რეკომენდებულია პერსონალის შეფასების მექანიზმების განვითარება, შეფასების შედეგებზე დაფუძნებული უკუკავშირის პრინციპის გაძლიერება, ასევე პერსონალის შეფასების სისტემის ეფექტიანობის  შეფასება.
  8. ინტენსიურად გაგრძელდეს ზრუნვა სტუდენტთა კარიერული განვითარებისათვის საჭირო აქტივობების რაოდენობების და მათი  პროექტებში, ღონისძიებებში, კონფერენციებსა და კვლევებში  მონაწილეობის მაჩვენებლების გაზრდისთვის.
  9. მიზანშეწონილია პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების განვითარება, მათი კავშირი გაძლიერება პერსონალის განვითარების საჭიროებებთან.
  10. ინტენსიურად გაგრძელდეს კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმების იმპლემენტაცია, ასევე მათ შესახებ  დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა.
  11. რეკომენდებულია ტრენინგების ჩატარება პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზების გამოყენების შესახებ.

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში და მისი საბოლოო  შედეგები აისახება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020-2021 წლების ანგარიშში.

  • მთავარი
  • ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპები
  • ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა
  • ვინ არის პასუხისმგებელი ხარისხზე EEU-ში
  • კვლევები და შეფასება
    • შიდა კვლევები და შეფასებები
    • გარე შეფასება
    • ძირითადი მიღწევები, რეკომენდაციები და შესრულების მაჩვენებელი
  • ხარისხის დოკუმენტაცია
  • კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან
https://www.youtube.com/watch?v=7QTEI5AUpgs&fbclid=IwAR1M2IumNeH0s83aICS70ezpqzqZ5mqOMDQrAw8YvaEXn2naYE0C2AZ8hrw

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University