ზურაბ აზნაურაშვილი (ცენტრის ხელმძღვანელი)
საჯარო მმართველობის დოქტორი
მიმართულება: საჯარო სამართალი, რეგულირების გავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი, იურიდიული ეთიკა
ზურაბ აზნაურაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ფლობს საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხს. ამასთანავე, არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი. არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. განვლილ პერიოდში იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს – ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს – სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი.
ზურაბ აზნაურაშვილს გავლილი აქვს არაერთი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი. მან დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტში გაიარა კურსი – „თაღლითობის გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა“, ბუდაპეშტში – აშშ იუსტიციის დეპარტამენტისა (OPDAT) და საერთაშორისო სამართალდამცავი აკადემიის (ILEA) მიერ ორგანიზებული კურსი – „საარჩევნო დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნა“, ვარშავაში – ევროპის დიპლომატიური აკადემიის კურსი – „პოლიტიკური მეცნიერებები და საჯარო მმართველობა“, შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში – “საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი“.
ზურაბ აზნაურაშვილი არის 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და საკონფერენციო მოხსენების ავტორი; ასევე 20-მდე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი.
![]()


