ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
- საჯარო მმართველობის, სახელმწიფო მოწყობის თეორიისა და პრაქტიკის, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კვლევა;
- სამართლისა და მმართველობის პრობლემური საკითხების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარების გამოცდილების გაანალიზება;
- სახელმწიფოსა და მოქალაქის სამართლებრივი ურთიერთობების, ასევე სამოქალაქო ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების აქტუალური საკითხების კვლევა;
- ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს ფორმირებისათვის საუკეთესო გამოცდილებათა კვლევა და მათი ინტეგრირება საგანმანათლებლო სისტემებში;
- კვლევის შედეგების განზოგადება და წინადადებების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობისა და სხვადასხვა რეგულაციების სრულყოფის მიზნით.
დასახული მიზნების მისაღწევად ცენტრი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
- კვლევის პროცესში დოქტორანტებისა და პრაქტიკოსი მკვლევარების აქტიური ჩართვა;
- კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
- კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და პრაქტიკული დანერგვა.
ცენტრი უფლებამოსილია:
- ითანამშრომლოს სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ აკადემიურ თუ კვლევით დაწესებულებებთან;
- მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების პროექტებში;
- პერიოდულად მოაწყოს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციები, სემინარები და ფორუმები კვლევის შედეგების წარმოჩენის მიზნით;
- გამოსცეს სამეცნიერო ჟურნალები და სასწავლო ლიტერატურა.



