ბესარიონ ტატიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
არქიტექტურის დოქტორი;
მიმართულება: არქიტექტურა
შპს „ბესტარქიტექტურის“ დირექტორი
ბესარიონ ტატიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას და აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება არქიტექტურის სფეროში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქალაქგაფორმების სამმართველოში, ინგლისურ კომპანია B&V-ში და კომპანია „იბერია კონსტრაქშენში“, ასევე ხელმძღვანელობდა შპს „კურორტმშენის“ არქიტექტურულ სტუდიას. 2006 წლიდან დღემდე არის შპს „ბესტარქიტექტურის“ დირექტორი.
2011–2021 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. არის არაერთი არქიტექტურული კონკურსის ლაურეატი, მათ შორის „ოქროს კაპიტელისა“ და „წლის საუკეთესო პროექტის“ კონკურსების პრიზიორი.
![]()







