აღნიშნული პროგრამა გთავაზობთ შესაძლებლობას ისწავლოთ სადოქტორო პროგრამებზე ადგილობრივ (ქართულ) და გერმანულ უნივერსიტეტებში.
სადოქტორო თემას ხელმძღვანელობას უწევს ადგილობრივი (ქართული) უნივერსიტეტის პროფესორი გერმანიაში მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად (ე.წ. „სენდვიჩის მოდელი“). სადოქტორო კვლევის თემატიკა უნდა შეთანხმდეს ორივე ხელმძღვანელთან შემდეგი პროცედურის დაცვით:
- დოქტორანტურა იწყება მშობლიურ ქვეყანაში;
- ამას მოჰყვება კვლევითი ვიზიტი გერმანიაში;
- დოქტორანტურას ასრულებთ სამშობლოში (ორი პროფესორის ხელმძღვანელობის ქვეშ);
- დოქტორის ხარისხის მინიჭება ხდება მშობლიური უნივერსიტეტის მიერ.
რეგისტრაცია:
განაცხადის შესატანად საჭიროა მაგისტრის ხარისხის ან დიპლომის (ან გამონაკლის შემთხვევებში ბაკალავრის ხარისხი) ფლობა არაუგვიანეს დაფინანსების დანიშვნამდე.
დაფინანსების პერიოდი მოიცავს 7 დან 14 თვეს, გერმანიაში ყოფნისას დოქტორანტების ყოველთვიური ანაზღაურება კი არის 1,200 ევრო.
შერჩევის კრიტერიუმები:
- კვალიფიკაცია;
- კვლევითი პროექტის ხარისხი/მნიშვნელობა;
- განმცხადებლის პოტენციალი/კარიერული პერსპექტივა.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი დეტალებისთვის DAAD სადოქტორო ხარისხის სტიპენდიების შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.