აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი 2022 წლის 9 ივნისს მართავს სტუდენტურ კონფერენციას: ინოვაციური სამეცნიერო-კვლევითი პროექტი – აქციე იდეა რეალობად! კონფერენციის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუქმნას კვლევებისთვის და ინოვაციური იდეების რეალიზაციისათვის მოტივაცია, ხელი შეუწყოს ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენებას, გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი სტუდენტები. კონფერენციის ფარგლებში გამოვლენილ სამ საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ავტორს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს EEU-ს სტუდენტურ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფინალურ ეტაპზე და მოიპოვოს სტუდენტური კვლევით გრანტი – მაქსიმუმ 5000 ლარის ოდენობით.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი: მოხსენება – 20 წთ; კითხვა-პასუხი – 5 წთ.
ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)


