აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა

ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა, სახელწოდებით „ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა“ დაფინანსება მოიპოვა. სკოლის პროგრამა 2015 წლის 22-29 ნოემბერს განხორციელდება. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, განათლების დოქტორი ქალბატონი ნინო სოზაშვილი.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა შეუძლიათ სამაგისტრო პროგრამის სტუდენდებს, რომლებიც სწავლობენ განათლების ან პედაგოგიკის მიმართულებით შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის ხელმძღვანელისაგან, პროფესორ ნინო სოზაშვილისაგან 599 98 53 03, ninosozashvili@gmail.com

 

პროგრამა

აპლიკაცია

სასწავლო მასალები

სილაბუსი

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა


 

უკან