აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის კლუბის ,,ბიოლაბი’’ ორგანიზებით 2022 წლის 11 მაისს, EEU-ს ახალ კამპუსში გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,გენეტიკა და ჯანმრთელობა’’.
კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მიესალმნენ ქ. თბილისის 172-ე საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ბრეგვაძე და ამავე სკოლის კლუბის ,,ბიოლაბი’’ ხელმძღვანელი – ქეთევან ტურიაშვილი.
კონფერენციას ესწრებოდნენ ქ. თბილისის 172-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი.
ღონისძიების პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი და ასევე, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ელენე ზურაბიშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა ანატომიური მაგიდის პრეზენტაცია. 172-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ EEU-ს სიმულაციურ ცენტრს, სადაც მულაჟებსა და მანეკენებზე სხვადასხვა კლინიკური მანიპულაციები ჩაატარეს. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თეა იმედაძე კი მოსწავლეებს EEU-ს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამებით სწავლის შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ღონისძიების მეორე ეტაპი სრულად დაეთმო მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციას, რომელსაც უძღვებოდა მოდერატორი: ქეთევან ტურიაშვილი – ქ. თბილისის 172-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, კლუბის ,,ბიოლაბი’’ ხელმძღვანელი.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე აუდიტორიის მხრიდან, რაც გამოიხატა დისკუსიებით, რომელიც გაიმართა თითოეული მოხსენების შემდგომ.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორებს, ანასტასია ახვლედიანს, ნინი მჭედლიძესა და ანი ოთინაშვილს EEU-სგან გადაეცათ 1125-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
კონფერენციის მონაწილეები:
- ნინო ლაზარაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ანასტასია ახვლედიანი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ნინი არზიანი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ალექსანდრე მელიქიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ავთანდილ კუჭუხიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ანი ოქროპირიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ანი ოთინაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- საბა იმნაიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ელენე მჭედლიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- მარიამ ჯიღაური – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ნინი მჭედლიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ანასტასია თინიკაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- ნანა შიოშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- იაკობი ოშჩენკო – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
- სანდრო სვანიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
- გიორგი თათენაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
- მარიამ კოჩალიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
- თიბა ნასერი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
- მეგი ბიძინაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- მარიამ შავერდაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
- მარიამ გოცირიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
- გიორგი მუჯირიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე