flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სამეცნიერო კონფერენციები

საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
რიგით მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია EEU-ში! (21 თებერვალი, 2025)
მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: (ISPC 2024),,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“ (10-11 ოქტომბერი, 2024)
დოქტორანტთა ყოველწლიური რიგით მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია (6 ივლისი, 2024)
მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” (17 ივნისი, 2024)
სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული HR კონფერენცია პროგრესულად მოაზროვნე ტალანტებისთვის: ,,HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში” (15 მაისი, 2024)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში“ (22 მარტი, 2024)
კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ერთობლივ კონფერენცია – პროფესიული განვითარების დღე 2024 (10 თებერვალი, 2024)
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები – ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში (28 დეკემბერი, 2023)
მესამე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: (ISPC 2023) ,,ციფრული მენეჯმენტი მომავლის ფორმირებისთვის“ (25 ნოემბერი, 2023 წელი)
II საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია: „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“ (15 სექტემბერი, 2023)
დოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია (2 სექტემბერი, 2023)
EconWorld2023@Tbilisi – XV საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკაში (14-16 ივნისი, 2023)
სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია: ,,სასკოლო განათლება - გამოწვევები და ინოვაციები'' (4 ივნისი, 2023)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „გენოციდი, ჰოლოკოსტი და შეიარაღებული კონფლიქტები“ (21 მაისი, 2023)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში’’ (16 დეკემბერი, 2022)
სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “ომი და მიგრაცია” (18 ნოემბერი, 2022)
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC, 2022): ,,ციფრული მენეჯმენტი, ტექნოლოგიური შესალებლობები და გამოწვევები“ (4 ნოემბერი, 2022)
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია: ,,გენეტიკა და ჯანმრთელობა’’ (11 მაისი, 2022)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „შავი ზღვის ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოებისა და თავისუფლების ძიებაში“ (10 აპრილი, 2022)
პედაგოგთა კონფერენცია – “მიგრაციის ფემინიზაცია და მისი გავლენა მოზარდებზე” ( 2აპრილი, 2022)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში“ (29 იანვარი, 2022)
საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“ (9-10 დეკემბერი, 2021 წელი)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,მიგრაცია და დიასპორა - გლობალური გამოწვევები“ (18 ნოემბერი,2021)
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC, 2021): ,,ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პირობებში“ (12 ნოემბერი, 2021)
საერთაშორისო კონფერენცია: ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“ (29-30 ოქტომბერი, 2021)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: საერთაშორისო უსაფრთხოება და დემოკრატია (2021 წელი, 27-28 მარტი)
ონლაინ სამეცნიერო ვორქშოპი: მეგობრობა აკადემიურ წრეებში (2021 წელი, 26 მარტი)
საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-ვორქშოპი: „COVID-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური პერსპექტივები“ (2021 წელი, 26 იანვარი)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში (2020 წელი, 19 ნოემბერი)
ევროპის დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელის (EDEN-European Distance and E-learning Network) კვლევითი ვორკშოპი, ლისაბონი, პორტუგალია (21-23 ოქტომბერი, 2020)
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია: „ონლაინ სწავლების მნიშვნელობა COVID-19-ის გლობალური გამოწვევების პირობებში და სამედიცინო განათლება“ (20 ივლისი, 2020)
საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი: ’’საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მათთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი გზები და საჭიროებები’’ (30 ოქტომბერი, 2019)
სამეცნიერო კონფერენცია: ”საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ამაღლების შესაძლებლობები” (28 სექტერმბერი, 2019)
სტუდენტური კონფერენცია: ”ინოვაციების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის’’ (25 სექტემბერი, 2019)
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები’’ (18 მაისი, 2019)
VII HR საერთაშორისო კონფერენცია - HR გამოწვევები (14 მაისი, 2019)
საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები'' (17 ნოემბერი, 2018)
კვლევითი ქსელის „PONARS Eurasia“-ის ვორქშოპი „სახელმწიფოებისა და ერების მშენებლობა ტურბულენტურ კონტექსტში’’ (სომხეთი, 9 ნოემბერი, 2018)
ICEF ბერლინის ვორკშოპი (ბერლინი, 3–6 ნოემბერი, 2018)
ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) სამეცნიერო კონფერენცია (უნგრეთი, 4-6 ოქტომბერი, 2018)
European Association for International Education (EAIE) განათლების გამოფენა-კონფერენცია (ჟენევა, 11–14 სექტემბერი, 2018)
III საერთაშორისო HR კონფერენცია „ტექნოლოგიების ერა და ეიჩარი“ (16 მაისი, 2018 წელი)
სემინარი: ’’ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით!’’ (7 ივნისი, 2018)
საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – ”ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები!’’ (21 აპრილი, 2018)
დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების საბჭოსა და მიდლსექსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული რიგით მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (აპრილი, 2018)
კონფერენცია: ’’თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად’’ (3 ოქტომბერი, 2017)
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია: ''სამართალი და კანონის უზენაესობა'' (29 სექტემბერი, 2017)
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში კონფერენცია-ვორკშოპი: ’’ინოვაციური პოტენციალის ამაღლების ძირითადი პირობები’’ (27 სექტემბერი, 2017)
სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია: სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლება, როგორც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის შესაძლებლობა (2 აპრილი, 2017)
საერთაშორისო კონფერენცია - საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები (18 ნოემბერი, 2016)
ჟურნალის „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია EEU-ში (29 ოქტომბერი, 2016)
საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა (22 სექტემბერი, 2016)
აგრარული მეცნიერების დღე (21 სექტემბერი, 2016)
EEU-ს ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია ტექნოპარკში (12 აპრილი, 2016)
III ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში (29 იანვარი, 2016)
საერთაშორისო ჟურნალი - ,,თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ (17 ივნისი, 2015)
საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი ,,უწყვეტი განათლება საქართველოს უმაღლესი განათლების კონტექსტში`` (4 ივნისი, 2015)
სამეცნიერო კონფერენცია ``ტოლერანტობა - ჰუმანურობის შედეგი`` (25 მაისი, 2015)
გაეროს მოდელირება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (15 მაისი, 2015)
სემინარი თემაზე - „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება`` (13 მაისი, 2015)
სტუდენტური კოფერენცია ,,ყველაფერი ნატოს შესახებ`` (15 აპრილი, 2015)
საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი ``სადოქტორო განათლების განვითარების პერსპექტივები საქართველოში`` (23 მარტი, 2015)
„ცოდნის სამკუთხედი“ ევროპულ კონტექსტში! (2015 წელი, 13 თებერვალი)
II ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში (29 დეკემბერი, 2014)
I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები'' (25 ოქტომბერი, 2014)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (24 მაისი, 2014)
პირველი საერთაშორისო რეფერირებადი სამართლის ჟურნალის - ``თანამედროვე სამართლის მიმოხილვა`` პრეზენტაცია (05 თებერვალი, 2014)
კონფერენცია თემაზე „განათლების სტანდარტების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ინტეგრაციის პრაქტიკული ასპექტები“ (12 ნოემბერი, 2013)
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი კონფერენცია (21 თებერვალი, 2013)
საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
მიმდინარე წლის 30 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტისა და გერმანიის აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს:

  •  დავით სიხარულიძემ  – EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
  •  ვასილ კიკუტაძემ  – EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი;
  • ზუხრა მაცაბერიძემ – EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
  • ანი ყველაშვილმა – EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია), 21-ე საუკუნის ღია უნივერსიტეტის (აშშ); კოტონის უნივერსიტეტის (ინდოეთი) განათლების, ბიზნესის, სამართლის, ჯანდაცვისა და არქიტექტურის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ EEU-ს სტუდენტები, პერსონალი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში.

მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების, მიგნებების  ურთიერთგაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები კონფერენციაში  მონაწილეობისათვის.

კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე.

რიგით მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია EEU-ში! (21 თებერვალი, 2025)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით 2025 წლის 21 თებერვალს გაიმართა რიგით მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა და უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტის დეკანებმა/დეკანის მოადგილეებმა:

  • პროფესორმა დავით სიხარულიძემ  – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
  • პროფესორმა ვასილ კიკუტაძემ- ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი;
  • ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან აფთარაშვილმა – განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი;
  • ასოცირებულმა პროფესორმა ზუხრა მაცაბერიძემ – იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
  • ასისტენტ-პროფესორმა ელენე ზურაბიშვილმა –  ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 70-მა სტუდენტმა.

სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობდა სამ პარალელურ სესიად:

  • განათლება და ბიზნესი (მოდერატორი: ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე)
  • იურიდიული და სოციალური მეცნიერებები (მოდერატორი: ასოცირებული პროფესორი ზუხრა მაცაბერიძე)
  • ჯანდაცვის მეცნიერებები (მოდერატორები: ასისტენტ-პროფესორი ელენე ზურაბიშვილი, გიორგი თათანაშვილი)

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა  წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ EEU-ს სტუდენტები, პერსონალი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების, მიგნებების  ურთიერთგაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებულის სახით.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები კონფერენციაში  მონაწილეობისათვის.

კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე.

მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: (ISPC 2024),,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“ (10-11 ოქტომბერი, 2024)

მიმდინარე წლის 10-11 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, (თბილისი, საქართველო), ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის და გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) ორგანიზებით, და ფრიდრიხ ებერტის ფონდის, გერმანიის სამეწარმეო ორგანიზაციის (German Entrepreneurship Organization FGF), აშშ-ის ადელფის უნივერსიტეტის, GKV Informatik-ის, Web de Cologne-ის, ჯანდაცვის სადაზღვევო კომპანიის ,,AOk”-ის,  LIBF-ის, AAIH_ისა და STARTPLATZ-ის  პარტნიორობით ქალაქ კიოლნში (გერმანია) გაიმართა რიგით მე-4 ჰიბრიდული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2024): ,,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“.

კონფერენცია გახსნა პროფ. დოქტ. კახაბერ ლაზარაშვილმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქტ. რიჩარდ გეიბელმა, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტ. შვენ შუტმა, გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა და პროფ. დოქტ. მერიენ ჰაილენდმა აშშ-ს ადელფის უნივერსიტეტის დეკანმა.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგნენ პროფ. დოქტ. ლუიზა შპეხტ რაიმშნაიდერი; ფედერალურ მონაცემთა დაცვის კომისარი დოქტ. ულრიხ არნოლდი, gkvi informatik – ის დირექტორი და მედ. დოქტ. დენის ვიტი, ადამიანური გენეტიკის სპეციალისტი, IU ალუმნი დოქტ. ლორენც გრაფი,  STARTPLATZ-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი აკადემიის, გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ფონტის  გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (სამხრეთ ნიდერლანდები), ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, შტუტგარტის უნივერსიტეტის, სამპოერნას უნივერსიტეტის, (ინდონეზია, ჯაკარტა),  არიზონას უნივერსიტეტისა და კობლენცის უნივერსიტეტის,  სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევარებმა.

კონფერენცია წარიმართა შემდეგ სესიებზე:

  • სესია 1: ციფრული მენეჯმენტი
  • სესია2: ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია
  • სესია3: ციფრული ჯანდაცვა
  • სესია4: ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი ბიზნესი და განათლება
  • სესია5: ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის პროექტები საწარმოებში
  • სესია 6: ხელოვნური ინტელექტის განაცხადები
  • სესია 7: ხელოვნური ინტელექტის სარგებელი

კონფერენციას ესწრებოდნენ მკვლევარები, პრაქტიკოსები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები როგორც კონფერენციის ორგანიზატორი, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ სესიების გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო მომხსენებელი
  • საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე

კონფერენციის ბოლოს, ორგანიზატორებმა დააანონსეს რიგით მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  ISPC 2025!

დოქტორანტთა ყოველწლიური რიგით მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია (6 ივლისი, 2024)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU)  განათლების მეცნიერებების ფაკულტეტისა და სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ინიციატივით მიმდინარე წლის 6 ივლისს დოქტორანტთა რიგით მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებდნენ საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლას, კვლევითი უნარების გაუმჯობესებასა და  პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას. ღონისძიებამ ხელი შეუწყო განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და EEU-ს სადოქტორო და უმაღლესი განათლების  კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პოლ გიბსმა.

მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ,,მეცნიერების პოპულარიზაციის’’ პროგრამის კონსულტანტი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ აზნაურაშვილი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 10 სხვადასხვა კერძო და საჯარო უნივერსიტეტის 25-ზე მეტი დოქტორანტი. ღონისძიება მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:

  • განათლება, სოციალური მეცნიერებები და ჯანდაცვა (მოდერატორები: პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი, ასოც. პროფ. ქეთევან აფთარაშვილი)
  • ბიზნესი, სამართალი და მეცნიერება (მოდერატორები: პროფ. ვასილ კიკუტაძე, ასოც. პროფ. ზურაბ აზნაურაშვილი, პროფ. დავით სიხარულიძე)

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებიც მიმართული იყო დოქტორანტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობისკენ: მათ შორის, ეფექტიანი კომუნიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია, აკადემიური წერის უნარები და კარიერული განვითარება. აქტივობების ფარგლებში დოქტორანტებმა მიიღეს ღირებული რჩევები დარგის ექსპერტებისგან.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და დოქტორანტთა პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალების (2023) კრებული, რომელიც აერთიანებს 2023 წლის 2 სექტემბერს გამართულ დოქტორანტთა  პირველ ეროვნული სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებს. ამავდროულად დაანონსდა დოქტორანტთა მე-2 სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების სამეცნიერო შრომების კრებულის გამოცემა პროფესორ პოლ გიბსისა და ასოცირებული პროფესორის, ქეთევან აფთარაშვილის რედაქტორობით.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ქეთევან აფთარაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი)
  • მარიამ ლიკლიკაძე (წევრი, EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი)
  • რუსუდან ჩერქეზიშვილი (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის კოორდინატორი)
  • ანი ყველაშვილი (წევრი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის კოორდინატორი)

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/doctoral-conference-2024/

მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” (17 ივნისი, 2024)

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული 2024-ის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”.

მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის” მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო საქმიანობაში ადგილობრივ და საერთაშორისო მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი ჩართულობის სტიმულირებასა და მეცნიერების პოპულარიზაციას. ღონისძიებამ ხელი შეუწყო განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.

კონფერენცია  გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ,,მეცნიერების პოპულარიზაციის’’ პროგრამის კონსულტანტი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ აზნაურაშვილი.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე 10-ზე მეტი სხვადასხვა უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტებმა და მოსწავლეებმა. კონფერენციაზე მოხსენებებით ასევე წარდგნენ EEU-ს საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების  – არდენის უნივერსიტეტის (გერმანია), მიდლსექსის
უნივერსიტეტისა (დიდი ბრიტანეთი) და UCL-ლონდონის უნივერსიტეტის სტუდენტები.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:

  • განათლება, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი (მოდერატორები: პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი, ასოც. პროფ. ზურაბ აზნაურაშვილი, პროფ. ვასილ კიკუტაძე, პროფ. დავით სიხარულიძე);
  • მედიცინა და მეცნიერება (მოდერატორები: ასისტ. პროფესორი ელენე ზურაბიშვილი, ასისტ. პროფესორი თეონა ირემაძე).

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, EEU-ს სტუდენტები, პერსონალი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების, მიგნებების  ურთიერთგაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა ელექტრონული სამეცნიერო შრომების კრებულის სახით.

კონფერენციას ორგანიზებას უწევდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ქეთევან აფთარაშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი)
  • მარიამ ლიკლიკაძე (წევრი, EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი)
  • რუსუდან ჩერქეზიშვილი (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის კოორდინატორი)
  • ანი ყველაშვილი (წევრი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის კოორდინატორი)
  • ნათია გეგელაშვილი (წევრი, EEU-ს სამეცნიერო კვლევების განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი)
  • ეკატერინე ბენიაშვილი (წევრი, EEU-ს ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის კოორდინატორი)
  • ნინო ლაზარაშვილი (წევრი, EEU-ს სტუდენტი)
  • ქეთი გივიშვილი (წევრი, EEU-ს სტუდენტი)
  • ბარბარე ფრიდონაშვილი (წევრი, EEU-ს სტუდენტი)

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული HR კონფერენცია პროგრესულად მოაზროვნე ტალანტებისთვის: ,,HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში” (15 მაისი, 2024)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) HR პროფესიონალთა გილდიასთან (HRPG) ერთად 2024 წლის 15 მაისს გამართა ადამიანური რესურსების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.”

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება და ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა.

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მონაწილეებს მიესალმა EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, HR პროფესიონალთა გილდიის (HRPG) დამფუძნებელი, პროფესორი ლილი ბიბილაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა.

პრეზენტაციები:

  • ლია კვირჭიშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – მწვანე-HR ევოლუცია: რევოლუციური მდგრადობა AI ინტეგრაციით
  • იანა გიგუაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
  • ნინო გამრეკელი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რეკრუტირებისა და შერჩევის პროცესის ტრანსფორმაციის ძირითადი ასპექტები
  • იანა ჯანელიძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)  – ადამიანური რესურსების მართვის გამოწვევები თაობათა ჭრილში
  • თინათინ მაღრაძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)  – საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის პროგრამების დანერგვის მიმართ თანამშრომელთა დამოკიდებულება
  • ლალი ჭოღოშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების გავლენა ტალანტების შრომით მიგრაციაზე
  • შალვა მხეიძე (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი) – მედიაციის გამოყენების უპირატესობები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • მარინა შიოშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – გლობალიზაციის პირობებში სხვადასხვა თაობის თანამშრომელთა შენარჩუნების ალტერნატივები საქართველოში

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა HR სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში. მომხსენებლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა იმ მულტიდისციპლინური საკითხების შესახებ, რომლებიც აქტუალურია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკვანძო თემები, როგორიცაა:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება HR პროცესების ავტომატიზაციისთვის;
  • თანამშრომელთა გადამზადების აუცილებლობა ახალ ტექნოლოგიურ რეალობაში;
  • ციფრული უნარების განვითარების მნიშვნელობა და სხვა.

კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების და მიგნებების  ურთიერთგაცვლა, ასევე მოხდა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

მსგავსი პლატფორმა ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევარების ფორმირებასა და მათ ინტეგრაციას HR სფეროში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დინამიურ და ცვალებად გარემოში.

კონფერენციის ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში“ (22 მარტი, 2024)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით 2024 წლის 22 მარტს  EEU-ს დიდ საკონფერენციო დარბაზში (N 401) გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ–პანდემიურ პირობებში’’.

ღონისძიება გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში –  პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა.

კონფერენციის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი  კახაბერ ლაზარაშვილი და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი  ქეთევან აფთარაშვილი მიესალმნენ.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზატორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის სხვა სპეციალისტები.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა  წარმოადგინეს მოხსენებები  ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სასკოლო სახელმძღვანელოები, საგნის სწავლებისას ცოდნის ტრანსფერის უნარის გამომუშავებასთან დაკავშირებული სირთულეები, ონლაინ სწავლა-სწავლების პერსპექტივები და გამოწვევები, თვითმმართველობები, სოციალური მუშაკების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური თავისუფლება, ონლაინ ვაჭრობის გამოწვევები, მცირე და საშუალოო ბიზნესის შესაძლებლობები, სამშენებლო პროექტებში რისკების მართვა და ა.შ.

კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა მაღალი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტების, ისე დამსწრე აუდიტორიის მხრიდან, რაც გამოიხატა დისკუსიებით, რომელებიც გაიმართა თითოეული მოხსენების შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე დაისახა გეგმა, რომ მსგავს დისკუსიებს აქტიური ხასიათი (სემინარების სახით) მიეცეს, რომელშიც ჩართვასაც შეძლებენ, როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ  სერტიფიკატები.

კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/AGENDA-final.pdf

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებულის სახით.

კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ერთობლივ კონფერენცია – პროფესიული განვითარების დღე 2024 (10 თებერვალი, 2024)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 10 თებერვალს გაიმართა  კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ყოველწლიურ ერთობლივ კონფერენცია -პროფესიული განვითარების დღე.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა  კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო საქმიანობაში ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება,  განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

კონფერენცია  გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მონაწილეებს მიესალმა EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი „ლისის’’ დამფუძნებლები თეა როგავა და ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, ასევე  „ნიუტონის თავისუფალი სკოლის’’ დირექტორი გიორგი მელაძე. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აღნიშნული სკოლების შესახებ, პროგრამები, სწავლა სწავლების მეთოდები და დასაქმების პერსპექტივები ასევე კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

პრეზენტაციები:

  • ელისაბედ ებრალიძე (განათლების მეცნიერებების მაგისტრი) – გამოწვევები საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში
  • რუსუდან ჩერქეზიშვილი (განათლების მეცნიერებების მაგისტრი) – სტუდენტის როლი შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგალითზე

  • ირინა ჯანხოთელი, ერეკლე გაფრინდაშვილი, მანანა კუკავა (განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გავლენა სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე

  • ნათია გაგლოევი (განათლების მეცნიერებების მაგისტრი) – პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში

  • ფიქრია ჩუბინიძე (განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები – მათი გავლენა სტუდენტთა არჩევანზე

  • მარიამ ბუკია (განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – მეგრულისა და სვანურის სკოლაში შესაძლო სწავლების საკითხი და საზოგადოების განწყობა

  • ნელი აფხაზავა, ნინო წიქარიშვილი, ქრისტინე გითოლენდია (განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები) – გენდერი და ინტერკულტურული განათლება

  • ლია ხვადაგიანი, გიგი ბარჯაძე (განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები)  – რატომ ბილინგვური სწავლება?

  • მარიამ ასლანიშვილი – (განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი)  – რა არის განათლება დღეს?

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: https://www.canva.com/design/

კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში და მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების და მიგნებების  ურთიერთგაცვლა ასევე მოხდა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები – ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში (28 დეკემბერი, 2023)

2023 წლის 28 დეკემბერს  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით  გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა წამყვანი აკადემიური წრეების  პროფესიონალთა, მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა შეხედულებების შეჯერება თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების შესახებ. კონფერენცია წარმოადგენდა მთავარ ინტერდისციპლინურ ფორუმს მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა პროფესორ-მასწავლებლებმა სხვადასხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან.

კონფერენციის მიმართულებები:

  • სამართალი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • მედიცინა
  • ჟურნალისტიკა
  • განათლება
  • ფილოლოგია

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა პანელური დისკუსიები. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: (ISPC 2023) ,,ციფრული მენეჯმენტი მომავლის ფორმირებისთვის“ (25 ნოემბერი, 2023 წელი)

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (თბილისი, საქართველო) და ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია) ორგანიზატორობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, გერმანიის სამეწარმეო ორგანიზაციის (German Entrepreneurship Organization FGF) და აშშ-ის ადელფის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მე-3 ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: ,,ციფრული მენეჯმენტი მომავლის ფორმირებისთვის“.

კონფერენცია გახსნა პროფ. შალვა მაჭავარიანმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში და პროფ. რიჩარდ გეიბელმა, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია) დირექტორმა;

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პროფ. კახაბერ ლაზარაშვილმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა და პროფ. დავით ჩერქეზიშვილმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარემ;

კონფერენცია წარიმართა შემდეგ სექციებზე:

  • გაციფრება ბიზნესში, მოდერატორი, პროფ. დოქტ. რიჩარდ გეიბელი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორი (კიოლნი, გერმანია)
  • გაციფრება საზოგადოებაში, მოდერატორი პროფ. დოქტ. გიორგი თავაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი
  • გაციფრება განათლებაში, მოდერატორი პროფ. დოქტ. გიორგი ღაღანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი

სამეცნიერო კომიტეტი

  • პროფ. ვლადიმერ პაპავა– აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
  • პროფ. ზვიად გაბისონია – სამართლის დოქტორი
  • პროფ. ლუც ბეკერი – მენეჯმენტისა და ლიდერობის პროფესორი
  • პროფ. ჰენდრიკ მიულერი – მენეჯმენტისა და ბიზნესის ეთიკის პროფესორი

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან; ელექტრონული კომერციის ინსტიტუტიდან (გერმანია); ადელფის უნივერსიტეტიდან (აშშ); ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიდან (გერმანია); კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (გერმანია); ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან (გერმანია); შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან;

 

კონფერენციას ესწრებოდნენ მკვლევარები, პრაქტიკოსები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები როგორც კონფერენციის ორგანიზატორი, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის ბოლოს სექციის მოდერატორებმა გამოავლინეს  გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო მოხსენება;
  • ახალგაზრდა მეცნიერი.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2023/12/AgendaGeorgian-time-FINAL.pdf 

კონფერენციის ორგანიზატორებმა დააანონსეს რიგით მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნული ინტელექტი/Digital Management and Artificial Intelligence“, რომელიც გაიმართება 2024 წლის ოქტომბერში კიოლნში (გერმანია) ჰიბრიდულ ფორმატში.

II საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია: „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“ (15 სექტემბერი, 2023)
2023 წლის 15 სექტემბერს, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“.

 

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი თავაძემ. მონაწილეებს მიესალმნენ ამავე უნივერსიტეტის რექტორი,  პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით სიხარულიძე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები:

  • ანატოლი ოლექსიენკო (ჰონგ-კონგის განათლების უნივერსიტეტი) – War and Peace: Geopolitics and the Displacement of Ukrainian Academics (ონლაინ-ჩართვა).
  • სტეფან კედრონი (ვროცლავის უნივერსიტეტი) – Poland: a (Non-)Colonial Country.
  • გიორგი თავაძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – Post-Soviet scholar: from the spaces of inaction towards public thinking and multiple agoras.
  • ვლადიმერ ლიპარტელიანი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი/დარემის უნივერსიტეტი)  – American soft power as a catalyst of the Rose Revolution in Georgia.
  • თამარ ჩოკორაია (კავკასიის უნივერსიტეტი) – ანტიდასავლური ნარატივი სოციალისტური რეალიზმის საბჭოთა პერიოდის მხატვრულ ლიტერატურაში.
  • ლალი ზაქარაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)  – ივან ილინი: ანტიბოლშევიზმიდან რუსული ფაშიზმის იდეოლოგიისკენ.
  • გია მასალკინი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – რუსული მიგრაცია (რელოკაცია) საქართველოში და მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციო-კულტურული  განზომილებები (ონლაინ-ჩართვა).
  • გიორგი არქანია (უახლესი ისტორიის ცენტრი) – საბჭოთა საქართველო – კოლონია თუ მოკავშირე რესპუბლიკა?
  • ნიკოლოზ სარაჯიშვილი (უახლესი ისტორიის ცენტრი) – „ხალხთა მეგობრობის“ იდეის ისტორიული საფუძვლები.
  • რაჟდენ ჩიხორია (იან კოხანოვსკის სახ. უნივერსიტეტი) – ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესების ურთიერთმიმართება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირებაში (ონლაინ-ჩართვა).
  • ირაკლი ჩხაიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „ნამდვილი დემოკრატიის“ ძიებაში: ლიბერალიზმის კრიზისი და პოპულიზმის აღზევება ცენტრალურ ევროპაში (ონლაინ-ჩართვა).

კონფერენციის ფარგლებშიც პოსტკოლონიური თემატიკით დაინტერესებული მკვლევრებმა გამოხატეს საკუთარი პოზიციები, გაიმართა  პროდუქტიული დისკუსიები.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/კონფერენცია_15.09.2023-პროგრამა.pdf

დოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია (2 სექტემბერი, 2023)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU)  სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრისა  და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 2 სექტემბერსდოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებდნენ საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლას, კვლევითი უნარების გაუმჯობესებასა და  პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას. ღონისძიებამ ხელი შეუწყო განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.

კონფერენცია გახსნა EEU სადოქტორო და უმაღლესი განათლების  კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პოლ გიბსმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში, შალვა მაჭავარიანმა.

მონაწილეებს მიესალმნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი  კახაბერ ლაზარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი, EEU-ს აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი.

კონფერენციას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, EEU-ს სტუდენტები, პერსონალი და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 14 სხვადასხვა კერძო და საჯარო უნივერსიტეტის 40-ზე მეტი დოქტორანტი. ღონისძიება მიმდინარეობდა ოთხ პარალელურ სესიად:

  • განათლება (მოდერატორები: პროფ. პოლ გიბსი, პროფ. შალვა ტაბატაძე, პროფ. დავით ჩერქეზიშვილი, ასოც. პროფ. ქეთევან აფთარაშვილი)
  • სამართალი და ბიზნესი (მოდერატორები: პროფ. შალვა მაჭავარიანი, პროფ. ზვიად როგავა, პროფ. ავთანდილ გაგნიძე, პროფ. შალვა კვინიხიძე, პროფ. დავით ბოსტოღანაშვილი, პროფ. დავით სიხარულიძე)
  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები (მოდერატორები: პროფ. გიორგი თავაძე, ასოც. პროფ. ზურაბ აზნაურაშვილი, ასოც. პროფ. სოფო ჩქოფოია)
  • მედიცინა და მეცნიერება (მოდერატორები: პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი, პროფ. პავლე ჭელიძე, პროფ. თამარ ვარაზი)

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა ინტერაქტიული ვორქშოპები და პანელური დისკუსიები, რომლებიც მიმართული იყო დოქტორანტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობისკენ: მათ შორის, ეფექტიანი კომუნიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია, აკადემიური წერის უნარები და კარიერული განვითარება. აქტივობების ფარგლებში დოქტორანტებმა მიიღეს ღირებული რჩევები დარგის ექსპერტებისგან.

დოქტორანტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებულის სახით.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/doctoral-conference-7.pdf

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/doctoral-conference2023/

EconWorld2023@Tbilisi – XV საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკაში (14-16 ივნისი, 2023)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, მსოფლიო ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტთან (WERI) და სევილიის უნივერსიტეტის შრომის მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად გამართა XV საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკაში (EconWorld2023@Tbilisi).

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეცნიერთა შეხვედრის ორგანიზება, იდეების გაცვლა, უახლესი კვლევის შედეგების განხილვა და მომავალი ერთობლივი თანამშრომლობისთვის ქსელის შექმნა.

კონფერენციიის საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ვახტანგ ჭარაია – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველო
  • დავით სიხარულიძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო
  • მირიამ გონზალეს-ლიმონ – სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • ილმაზ კილიჩასლან – ანადოლუს უნივერსიტეტი, თურქეთი
  • ტერეზა როხო – სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • თენგიზ თაქთაქიშვილი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველო
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, პანელებსა და პრეზენტაციებს.

15 ივნისს, კონფერენციის მეორე დღეს, მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა უმანსპინძლა. მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი ბატონი ვასილ კიკუტაძე; კონფერენცია გახსნა ანგლია რუსკინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორმა, ქალბატონმა დენიზ ჰოუკსმა.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ კონფერენციის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან –  საფრანგეთიდან, თურქეთიდან და ტაილანდიდან.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://tbilisi2023.econworld.org/

სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია: ,,სასკოლო განათლება - გამოწვევები და ინოვაციები'' (4 ივნისი, 2023)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 4 ივნისს გაიმართა მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „სასკოლო განათლება –  თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციები’’.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო საქმიანობაში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება, სტუდენტური გამოცდილების მოსწავლეებისთვის გაზიარება, ზოგადი განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება.

 კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დეკანმა, ქეთევან აფთარაშვილმა და  მონაწილეებს მიესალმა ამავე უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი. კონფერენციას ესწრებოდნენ ზოგადი განათლების მიმართულებით დარგის ექსპერტები, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები,  EEU-ს პერსონალი და კურსდამთავრებულები.

კონფერენციის პირველ პანელზე სასკოლო განათლების გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს მთავარმა მომხსენებლემა:

  • შალვა ტაბატაძე („ახალი სკოლის მოდელი“) – აიიპ – “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
  • თამარ თოლორაია („ადრეული განათლების მნიშვნელობა და მიზნები“) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  • გიორგი ჭანტურია („შებრუნებული საკლასო ოთახი“) –  განათლების კოალიციის დირექტორი , კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის, „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ განათლების სპეციალისტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დოქტორანტი

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა საკონფერენციო თემები მოამზადეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების პროგრამების სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან ერთად და ინდივიდუალურად.

კონფერენციის ბოლოს ორი საუკეთესო მოხსენება გამოავლინა აკადემიურმა კომიტეტმა

გამარჯვებული მოხსენების ავტორები არიან:

  • ქეთევან სიხარულიძე („უახლესი ისტორიის სწავლება საქართველოსა და ლატვიაში“) – განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; ხელმძღვანელი: ქეთევან აფთარაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, დეკანი
  • ლიზი ცინდელიანი, ელენე წიკლაური, სალომე გოგელია („შეფასება და მოტივაცია“) – ქ. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ხელმძღვანელი: ნელი აფხაზავა – განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს – სერტიფიკატებთან ერთად სპეციალური ფულადი პრიზები.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „გენოციდი, ჰოლოკოსტი და შეიარაღებული კონფლიქტები“ (21 მაისი, 2023)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორია „ასმა“ და ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის 21 მაისს ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: გენოციდი, ჰოლოკოსტი და შეიარაღებული კონფლიქტები.

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებმა.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა  წარმოადგინეს მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:

  • უკრაინის მედეგობა რუსეთის აგრესიის მიმართ: 2014 და 2022 წლების სამხედრო დინამიკის შედარებითი ანალიზი;
  • რუსეთ-უკრაინის ომი, მათი სამხედრო შესაძლებლობების შედარება;
  • რუსების მიერ განხორციელებული გენოციდი აფხაზეთში;
  • სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების შედარებითი ანალიზი და რეგიონალური სტაბილურობის პერსპექტივები;
  • ინფორმაციული ომის შესაძლებლობები თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში;
  • „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოში?!
  • შეიარაღებული კონფლიქტები შორეულ აღმოსავლეთში;
  • შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქების პრობლემა თანამედროვე მედია საშუალებებში;
  • გენოციდი, როგორც საერთაშორისო ხასიათის დანაშაული
  • აფხაზეთიდან დევნილთა ნოსტალგიურობის კვლევა „კულტურული ტრავმის“ კონტექსტში ჰოლოდომორის ტრაგედია და მისი თანამედროვე გამოვლინება;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული კონფლიქტისა და მშვიდობის დროს: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება;
  • კიბერუსაფრთხოება, როგორც თავდაცვის მექანიზმი ჰიბრიდული კონფლიქტების დროს.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისათვის.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ.ბმულზე.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში’’ (16 დეკემბერი, 2022)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით 2022 წლის 16 დეკემბერს, გაიმართა საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ–პანდემიურ პირობებში’’.

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში  პროფ. დოქტ. შალვა მაჭავარიანმა. მონაწილეებს მიესალმნენ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ლაზარაშვილი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოც. პროფ. დოქტ. დავით სიხარულიძე.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის, და იურიდიულ და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებმა.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა  წარმოადგინეს მოხსენებებიპოსტ-პანდემიურ ვითარების  ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ემოციური ინტელექტის მართვის თავისებურებანი; ადამიანური რესურსების მენეჯმენტის გამოწვევები და შესაძლებლობები;  უძრავი ქონების პირველადი ბაზრის განვითარების შესაძლებლობები; მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე; სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგალითზე); წინა სასკოლო მზაობის პროგრამის მნიშვნელობა; განმავითარებელი შეფასების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში დაწყებით საფეხურზე; მასწავლებლების დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისადმი; მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში; გუნდური მუშაობის პრინციპები და შესაძლებლობები სკოლაში; პირისპირ სწავლების დისტანციურ სწავლებით ჩანაცვლების შესაძლებლობები თუ რისკები სწავლების საბაზო-საშუალო საფეხურზე; კურსდამთავრებულის აკადემიური მოსწრება და მისი როლი დასაქმებისა და ანაზღაურების განსაზღვრაში; მშობელთა ჩართულობა დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დისტანციური სწავლის პროცესში – გამოწვევები და პრობლემები; მიუსაფარ მოსწავლეთა სასწავლო პროცესზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მაგალითზე; უოლტ დისნეის კომპანია – სტრატეგიული მენეჯმენტის პროექტი; მშობელთა გადაჭარბებული დოზით ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში; სტაჟირება პანდემიის შემდგომ პერიოდში;

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისათვის.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე.

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “ომი და მიგრაცია” (18 ნოემბერი, 2022)
2022 წლის 18 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – “ომი და მიგრაცია”.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ომის შედეგად იძულებითი მიგრაციის მართვის შესახებ მსჯელობა, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე ომის ზეგავლენასა და აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოების როლის თაობაზე სტუდენტების მოსაზრებებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება.

კონფერენციაზე  მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი – ბატონი კახაბერ ლაზარაშვილი, ვიცე-რექტორი სამეცნიერო საკითხებში – ბატონი შალვა მაჭავარიანი და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი – ქალბატონი ლელა გოგინავა.

კონფერენციის პირველ ნაწილში მთავარ მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის” მკვლევარი ბატონი კახი ქენქაძე, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მკვლევარი ქალბატონი ნინო ლეჟავა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ქალბატონი ტატიანა სიჭინავა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს ომით გამოწვეული მიგრაციის მიზეზები და შედეგები, უსაფრხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საერთაშორისო საზოგადოების საპასუხო ნაბიჯები, ასევე უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში იმიგრაციის კუთხით არსებული ვითარება.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მკვლევარებსა და სტუდენტებს, ასევე დისკუსიას კონფერენციის თემატიკის გარშემო.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC, 2022): ,,ციფრული მენეჯმენტი, ტექნოლოგიური შესალებლობები და გამოწვევები“ (4 ნოემბერი, 2022)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია) ორგანიზებით 2022 წლის 4 ნოემბერს გაიმართა  რიგით მეორე ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,ციფრული მენეჯმენტი, ტექნოლოგიური შესალებლობები და გამოწვევები “.

ღონისძიება გახსნეს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა და ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რიჩარდ გეიბელმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელი პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი.

კონფერენცია წარიმართა სამ სესიაზე:

I სესია: დიგიტალიზაცია ბიზნესში

მოდერატორი: პროფესორი რიჩარდ გეიბელი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორი (კიოლნი, გერმანია).

II სესია: დიგიტალიზაცია საზოგადოებაში

მოდერატორი: პროფესორი ზვიად გაბისონია, კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და დოქტორი დავით სიხარულიძე, ღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო  კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სესია III: დიგიტალიზაცია განათლებაში

მოდერატორი:  თეონა შუღლიაშვილი, დოქტორანტი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტი (კიოლნი, გერმანია).

კონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის მეცნიერებთან და დოქტორანტებთან ერთად მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს უნივერსიტეტების ახალგაზრდა მკვლევარებმა და დარგის სპეციალისტებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ორგანიზატორი უნივერსიტეტების, აგრეთვე საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და სრულყოფის აქტუალური საკითხები.

2021 წელს ჩატარებული კონფერენციის მსგავსად, გადაწყდა კონფერენციაზე განხილული მოხსენებების კრებულის დაბეჭდვა გამომცემლობა Springer-ში.

ღონისძიება შეაჯამეს ორგანიზატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა  და დასახეს ISPC 2023-ის გამართვის სამომავლო გეგმა.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია: ,,გენეტიკა და ჯანმრთელობა’’ (11 მაისი, 2022)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის კლუბის ,,ბიოლაბი’’ ორგანიზებით 2022 წლის 11 მაისს, EEU-ს ახალ კამპუსში  გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,გენეტიკა და ჯანმრთელობა’’.

კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მიესალმნენ ქ. თბილისის 172-ე საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ბრეგვაძე და ამავე სკოლის კლუბის ,,ბიოლაბი’’ ხელმძღვანელი  – ქეთევან ტურიაშვილი.

კონფერენციას ესწრებოდნენ ქ. თბილისის 172-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი.

ღონისძიების პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი და ასევე, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ელენე ზურაბიშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა ანატომიური მაგიდის პრეზენტაცია. 172-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ EEU-ს სიმულაციურ ცენტრს, სადაც მულაჟებსა და მანეკენებზე სხვადასხვა კლინიკური მანიპულაციები ჩაატარეს.  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თეა იმედაძე კი მოსწავლეებს EEU-ს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამებით სწავლის შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ღონისძიების მეორე ეტაპი სრულად დაეთმო მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციას, რომელსაც უძღვებოდა მოდერატორი: ქეთევან ტურიაშვილი – ქ. თბილისის 172-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, კლუბის ,,ბიოლაბი’’ ხელმძღვანელი.

კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე აუდიტორიის მხრიდან, რაც გამოიხატა დისკუსიებით, რომელიც გაიმართა თითოეული მოხსენების შემდგომ.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორებს, ანასტასია ახვლედიანს, ნინი მჭედლიძესა და ანი ოთინაშვილს EEU-სგან გადაეცათ 1125-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

კონფერენციის მონაწილეები:

  • ნინო ლაზარაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ანასტასია ახვლედიანი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ნინი არზიანი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ალექსანდრე მელიქიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ავთანდილ კუჭუხიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ანი ოქროპირიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ანი ოთინაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • საბა იმნაიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ელენე მჭედლიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • მარიამ ჯიღაური – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ნინი მჭედლიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ანასტასია თინიკაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ნანა შიოშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • იაკობი ოშჩენკო – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • სანდრო სვანიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • გიორგი თათენაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • მარიამ კოჩალიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • თიბა ნასერი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • მეგი ბიძინაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • მარიამ შავერდაშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • მარიამ გოცირიძე – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • გიორგი მუჯირიშვილი – ქ. თბილისის 172 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „შავი ზღვის ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოებისა და თავისუფლების ძიებაში“ (10 აპრილი, 2022)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორია „ასმას“, ორგანიზებით 2022 წლის 10  აპრილს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია:  „შავი ზღვის ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოებისა და თავისუფლების ძიებაში“.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დოქტ. კახაბერ ლაზარაშვილმა გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო საკითხებში დოქტ. შალვა მაჭავარიანი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზატორი უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და დარგის სპეციალისტები.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის) სტუდენტები, რომელთა თეზისებიც პასუხობდა კონფერენციის თემასა და წაყენებულ მოთხოვნებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც სტუდენტების, ისე დამსწრე აუდიტორიის მხრიდან, რაც გამოიხატა დისკუსიებით, რომელიც გაიმართა თითოეული მოხსენების შემდგომ.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.

კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე.

პედაგოგთა კონფერენცია – “მიგრაციის ფემინიზაცია და მისი გავლენა მოზარდებზე” ( 2აპრილი, 2022)

2022 წლის 2 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიმართა პედაგოგთა კონფერენცია თემაზე – „მიგრაციის ფემინიზაცია და მისი გავლენა მოზარდებზე“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის  ზეგავლენის შესწავლა მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მათი განათლების ხარისხზე და ემიგრანტ დედებთან ურთიერთობის ეთიკურ-მორალურ მხარეზე.

კონფერენციაზე  მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი – ბატონი კახაბერ ლაზარაშვილი და ვიცე-რექტორი საერთაშორისო  და ადმინისტრაციულ საკითხებში – ქალბატონი თეა იმედაძე.

კონფერენციის პირველი ნაწილი გახსნა გერმანიის ჰაიდელბერგის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტმა, გერმანიის გაცვლითი სამსახურის DAAD სტიპენდიანტმა – ხატია ანთიამ, რომელმაც წარმოადგინა  საერთაშორისო წყაროების მიმოხილვა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში შინ-დარჩენილ ბავშვთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე შრომითი მიგრაციის გავლენის შესახებ.

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს  სხვადასხვა რეგიონების პედაგოგთა მოხსენებები:

  • ზეინაბ კაკალაშვილი – ქ. თელავის სსიპ მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და “მე და საზოგადოების” პედაგოგი; სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავჯდომარე. მოხსენების თემა: „ემიგრანტი დედების არასრულწლოვანი შვილების აკადემიური მოსწრება და სკოლის როლი.“
  • ცაცა ქვილორია – ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. მოხსენების თემა: „მშობელთა მიგრაციის გავლენა ბავშვებზე – ეკონომიკური სარგებელი და სოციალური დანაკარგი“.
  • ნანა თავართქილაძე – სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის და წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი; ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მოხსენების თემა: „მასწავლებლის როლი ემიგრანტი დედების შინ-დარჩენილ შვილებთან ურთიერთობისას.“
  • მანანა გრიგოლავა – სენაკის წმ. ალქესი შუშანიას სახელობის  მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის და ასევე სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი, განათლების ტრენერი და არასამთავრო ორგანიზაცია „განათლებული საქართველოს“ დამფუძნებელი და დირექტორი. მოხსენების თემა: „ბავშვები და ემიგრანტი დედები“.
  • ლამზირა ცირამუა – საქართველოს საპატრიარქოს ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის პედაგოგი. მოხსენების თემა: „სკოლა და შინ-დარჩენილი ემიგრანტი დედების ბავშვები“.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგებმა ქეთევან კობალაძემ და პაატა ამონაშვილმა, უნივერსიტეტისა და ამავე უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა.

კონფერენციას მოდერაციას უწევდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნი ლელა გოგინავა.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში“ (29 იანვარი, 2022)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წლის 29 იანვარს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ–პანდემიურ პირობებში’’.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში დოქტ. შალვა მაჭავარიანმა გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   დოქტ. კახაბერ ლაზარაშვილი მიესალმა.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზატორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის სხვა სპეციალისტები.

მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების დისტანციური სწავლება Covid 19 პანდემიის პირობებში; სექსუალური განათლების საჭიროება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და საზოგადოების დამოკიდებულება, მცირეკონტინგენტიან სკოლაში სწავლება: გამოწვევა თუ უპირატესობა?;  კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის გაძლიერების ძირითადი ფაქტორები საქართველოში, მშობელთა ჩართულობა დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დისტანციური სწავლის პროცესში – გამოწვევები და პრობლემები; განვითარების შესაძლებლობები პოსტ პანდემიურ პირობებში; კოვიდ 19 – ის გავლენა საერთაშორისო მედიცინის სტუდენტთა შემეცნებით ფუნქციებზე; განათლება-ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა პოსტ-პანდემიურ პერიოდში და სხვა.

კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა მაღალი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტების, ისე დამსწრე აუდიტორიის მხრიდან, რაც გამოიხატა დისკუსიებით, რომელებიც გაიმართა თითოეული მოხსენების შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე დაისახა გეგმა, რომ მსგავს დისკუსიებს აქტიური ხასიათი მიეცეს, რომელშიც ჩართვასაც შეძლებენ, როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ  სერტიფიკატები.

კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე.

საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“ (9-10 დეკემბერი, 2021 წელი)

2021 წლის 9-10 დეკემბერს, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“.

მოხსენებები:

  • თამარ ჩოკორაია, კავკასიის უნივერსიტეტი – ანტიდასავლური ნარატივის ფორმირების პროცესი საბჭოთა პერიოდის ლიტერატურასა და პრესაში;
  • ირაკლი ჩხაიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეროვნული პოპულიზმი და დასავლეთი თანამედროვე საქართველოში;
  • ანა ხვედელიანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანმანათლებლო კონცეფცია;
  • ოთარ ნიკოლეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1990-1992 წლების ამერიკული პრესა ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ (ომის პერიოდში „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიათა მიხედვით);
  • ვლადიმერ ლიპარტელიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი/დარემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – Soft Power Strategies of Russia and the West and their application in Georgia;
  • რაჟდენ ჩიხორია, იან კოხანოვსკის სახ. უნივერსიტეტი (პოლონეთი) – პოსტკოლონიური საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია ნეოპატრიმონიალიზმის თეორიის ჭრილში;
  • ლალი ზაქარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი – დისიდენტური ფილოსოფია საქართველოში;
  • ნინო ჩიქოვანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დრო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, იმ ღამეს დაიწყო;
  • სტეფან კედრონი, ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პოლონეთი) – Post-Soviet traces and emotions in Poland after 1989: selected exemples;
  • თამარ კოპლატაძე, ქუინ მერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – პოსტკოლონიური ტენდენციები პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში;
  • გიორგი თავაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – Творчество Мераба Мамардашвили в контексте постколониальных исследовании.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,მიგრაცია და დიასპორა - გლობალური გამოწვევები“ (18 ნოემბერი,2021)

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრისა და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის  ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით გაიმართა ონლაინ სტუდენტური სამეცნიერო კონეფერნცია „მიგრაცია და დიასპორა – გლობალური გამოწვევები“.

ღონისძიება გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში  დოქტორმა შალვა მაჭავარიანმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დოქტორი კახაბერ ლაზარაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ვლადიმერ კონსტანტინიდიდი, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დიასპორის საკითხებში დოქტორი პიერ – ალექსანდრე კრევო, საქართველოში გლობალური პროგრამის -„მიგრაცია და დიასპორა” CIM/GIZ კოორდინატორი დოქტორი ირმა წერეთელი.

კონფერენციას მოდერატორი იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნი ლელა გოგინავა.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა.

ღონისძიების დასასრულს კონფერენციის სამეცნიერო ნაშრომების შეფასების მიზნით შექმნილმა კომისიამ გამოავლინა სამი საუკეთესო  ნამუშევარი.

I ადგილი –  სალომე ონიანი

II ადგილი – ტატიანა სიჭინავა

III ადგილი –  მარიამ რურუა

კონფერენციის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, ხოლო კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატები.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC, 2021): ,,ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პირობებში“ (12 ნოემბერი, 2021)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) ორგანიზებით 2021 წლის 12 ნოემბერს გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში“.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში შალვა მაჭავარიანმა და ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დეკანმა რიჩარდ გეიბელმა  გახსნეს.

კონფერენციის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელი დავით ჩერქეზიშვილი, ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელი ლუც ბეკერი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ლაზარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მიესალმნენ.

კონფერენციაზე ძირითადი მოხსენებებით წარდგნენ:

  • რობინ კრახტი (ვუპერტალის უნივერსიტეტი, გერმანია) და უვე როშმანი (Pixelpark, გერმანია): სოციალური კომერცია – წარმოშობა და მნიშვნელობა.
  • დოქტორი მიხეილ თოქმაზიშვილი, (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო): ციფრული ბიზნესის ბარიერები და სოციალური ინოვაციების გამოწვევები საქართველოში.

კონფერენცია წარიმართა სამ სესიაზე:

I სესია: დიგიტალიზაცია სოციალურ და კორპორატიულ პასუხისმგებლობაში

მოდერატორი: დოქტორი ზვიად გაბისონია, კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

II სესია: ელექტრონული კომერცია და ციფრული მეწარმეობა

მოდერატორი: დოქტორი რიჩარდ გეიბელი, ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დეკანი, ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

სესია III: დიგიტალიზაცია განათლებაში

მოდერატორი: დოქტორი ნინო გაჩეჩილაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

კონფერენციაზე ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მოხსენებები ქართველმა ახალგაზრდა მკვლევარებმა და დარგის სპეციალისტებმა წარმოადგინეს.

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ორგანიზატორი უნივერსიტეტების, საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის სხვა სპეციალისტები.

კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა გაციფრება, ციფრული გარდასახვა, ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დიდი მასივი (Big Data), ბლოკჩეინი, ონლაინ მარკეტინგი, ციფრული სამართალი, ციფრული სოციალური ინოვაცია, ციფრული ეთიკა ციფრული სწავლება უნივერსიტეტებში და სხვა. 

ღონისძიება ორგანიზატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს, აღნიშნულ ქართულ-გერმანულ კონფერენციას კი ტრადიციული სახე მისცეს და დასახეს ISPC 2022-ის გამართვის სამომავლო გეგმა.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.

კონფერენციის დღის წესრიგი

საერთაშორისო კონფერენცია: ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“ (29-30 ოქტომბერი, 2021)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 29-30 ოქტომბერს გაიმართა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია: ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში შალვა მაჭავარიანმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს დავით ჩერქეზიშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი მიესალმნენ.

კონფერენციის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ემერიტუს პროფესორ რონალდ ბარნეტს საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა და აღნიშნა, რომ მისი აკადემიური აქტივობა, არსებული თანამშრომლობა და მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის განვითარებისთვის.

კონფერენციას უძღვებოდნენ მოდერატორები:

  • გიორგი თავაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი;
  • ირმა გრძელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

კონფერენციაზე ძირითადი მოხსენებებით წარდგნენ:

  • ემერიტუსი პროფესორი რონალდ ბარნეტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი; მოხსენება: ,,მხოლოდ კავშირი: უნივერსიტეტის მომავლის შექმნა“;
  • პროფესორი პეტერ მაასენი, ოსლოს უნივერსიტეტი; მოხსენება: ,,უმაღლესი განათლების მართვა და ინსტიტუციური ავტონომია: აკადემიური, ეკონომიკური, ორგანიზაციული, სოციალურ–კულტურული და პოლიტიკური მიზნებისა და სინამდვილის ბალანსი“.

კონფერენციაზე ჰონგ-კონგის, გაზიანტეპის, სორბონის, აზერბაიჯანის, რივნეს, გრინვიჩის, ლონდონის, ალიკანტეს, ოსლოს, მანჩესტერის, ნიქოზიისა და მიდლსექსის უნივერსიტეტების განათლების ექსპერტებსა და სპეციალისტებთან ერთად მოხსენებები ქართველმა განათლების მკვლევარებმა წარმოადგინეს.

კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის სხვა სპეციალისტები.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში საქართველოს უმაღლესი განათლების ის პრობლემები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასთან.

კონფერენციის დღის წესრიგი და სხვა დეტალები იხ. კონფერენციის ვებგვერდზე: https://conference.edu.ge/

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: საერთაშორისო უსაფრთხოება და დემოკრატია (2021 წელი, 27-28 მარტი)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორია „ასმა“-ს ორგანიზებით 2021 წლის 27-28 მარტს გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „საერთაშორისო უსაფრთხოება და დემოკრატია“. კონფერენცია ჩატარდა EEU-ს Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამა Teams 365-ის საშუალებით.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში შალვა მაჭავარიანმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს ამავე უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი მიესალმა.

 

კონფერენციას უძღვებოდნენ შემდეგი მოდერატორები:

გრიგოლ ჯულუხიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

თეონა სურმავა, ასისტენტ პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

მარინა იზორია, სოციალური მეცნიერებების დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

I – ადგილი

ირაკლი შაიშმელაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

ნაშრომის სათაური: ადგილობრივი თვითმმართველობების როლი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ხელშეწყობაში (ქ. გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე).

II – ადგილი

ნინო გომურაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ნაშრომის სათაური: აღმასრულებელი ხელისუფლების მოდელები და მათი პრაქტიკა აშშ-სა და საფრანგეთის მაგალითზე.

 

III – ადგილი

თინათინ ტაბატაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

ნაშრომის სათაური: ჰუმანიტარული ინტერვენცია და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი დღევანდელ მსოფლიოში.

ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ საჩუქრები. ხოლო კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატები.

ონლაინ სამეცნიერო ვორქშოპი: მეგობრობა აკადემიურ წრეებში (2021 წელი, 26 მარტი)

2021 წლის 26 მარტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაიმართა ონლაინ–ვორქშოპი: ,,მეგობრობა აკადემიურ წრეებში“.

ონლაინ–ვორქშოპის მიზანი – შეხვედრის მონაწილეებისთვის აკადემიური ცხოვრების შესახებ არსებული პერსპექტივის განვრცობა.

ვორქშოპის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:

  • აკადემიურ წრეებში მეგობრობის ფენომენი;
  • მეგობრობის შესახებ განსხვავებული ეთიკური მიდგომები;
  • მეცნიერთა შორის მეგობრობის ცნობილი მაგალითები.

მოდერატორი: კახაბერ ლაზარაშვილი –  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე (EEU).  დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო ასოციაციის წევრი FRSPH (UK), უმაღლესი განათლების აკადემიის (დიდი ბრიტანეთი) და ჯანდაცვის უნივერსიტეტების ბრიტანული ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი, გრინვიჩის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, UCL- Institute of Education-ის მეცნიერ – თანამშრომელი, სსიპ-ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. Arden University, London- უფროსი ლექტორი (ჯანდაცვის მანეჯმენტი) და ხარისხის მართვის მოდულის ლიდერი, West London College of Business and Management Sciences-ის პროგრამის მენეჯერი,  დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აკადემიის საპატიო წევრი Fellow of HEA.

მომხსენებელი: პოლ გიბსი – მიდელსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, EEU სადოქტორო განათლების განვითარების ცენტრის დირექტორი. სიდნეის უნივერსიტეტის (UTS ) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის ATLAS R&B-ის  (TEXAS, USA) და New College Oxford-ის  უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგი და მკვლევარი.

ვორქშოპი ჩატარდა დისტანციურად MS TEAMS-ში.

ვორქშოპის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.

საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-ვორქშოპი: „COVID-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური პერსპექტივები“ (2021 წელი, 26 იანვარი)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო განათლების განვითარების ცენტრისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, 2021 წლის 26 იანვარს გაიმართა ონლაინ-ვორქშოპი: „COVID-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური პერსპექტივები“

ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად უმაღლესი განათლების სფეროში წარმოქმნილი გამოწვევების (სწავლა, სწავლება, კვლევა) ინტერდისციპლინურ ჭრილში ანალიზი.

ვორქშოპის მოდერატორი იყო ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი პოლ გიბსი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მიდლსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, EEU-ს სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი)

ონლაინ-ვორქშოპის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების სფეროზე პანდემიის ზეგავლენისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. ვირქშოპზე მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა  სხვადასხვა დისციპლინის ხუთი წარმომადგენელი:

  • გიორგი თავაძე (პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი) – ,,ფილოსოფიური პერსპექტივები COVID-19-ის შესახებ და პანდემიის გავლენა უმაღლეს განათლებაზე’’;
  • კახა ლაზარაშვილი (ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის მენეჯმენტი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: ჯანდაცვის სკოლის პერსპექტივა’’;
  • თამთა ლეკიშვილი (ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლის პერსპექტივა’’;
  • ლაშა ცერცვაძე (ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პერსპექტივა’’;
  • პოლ გიბსი (პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური მიდგომა’’.

ონლაინ-ვორქშოპს ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.

ვორქშოპის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ონლაინ-ვორქშოპი იხ. ბმულზე: https://web.microsoftstream.com/video/2a54c706-9dfc-4394-a634-7a54c6c71fc1?list=studio

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში (2020 წელი, 19 ნოემბერი)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2020 წლის 19 ნოემბერს, გაიმართა ონლაინ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში’’. კონფერენცია ჩატარდა EEU-ს Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამა Teams 365-ის საშუალებით.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში შალვა მაჭავარიანმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს ამავე უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი მიესალმა.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის, ჯანდაცვის და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებმა.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე.

ევროპის დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელის (EDEN-European Distance and E-learning Network) კვლევითი ვორკშოპი, ლისაბონი, პორტუგალია (21-23 ოქტომბერი, 2020)

2020 წლის 21-23 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელის (EDEN-European Distance and E-learning Network) რიგით მე-11 ონლაინ კვლევით ვორკშოპში: ’’პერსონალის გამოცდილების ზრდა ტექნოლოგიებით სწავლებაში – ციფრული, ღია, დისტანციური და ქსელური განათლების კვლევების ახალი გამოწვევები’’.

ვორკშოპის მიზანია მკვლევართა წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების, ახალი და განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენის ჩვენება  სწავლების ხარისხის გაუმჯობესების გზაზე. კერძოდ ვორკშოპზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • როგორ უზრუნველვყოთ ციფრული სწავლების შესაძლებლობების თანაბარი და სამართლიანი ხელმისაწვდომობა?
  • როგორ განვახორციელოთ ეფექტიანი ონლაინ სწავლება?
  • როგორ გავაუმჯობესოთ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ციფრული კომპეტენციები?
  • როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსა და მექანიკურ სწავლებას ხელი შეუწყოს განათლების გაუმჯობესებას და გახადოს იგი უფრო მოქნილი და ინდივიდუალური?
  • როგორ შეგვიძლია უფრო სანდო და საიმედო ციფრული შეფასების განხორციელება?
  • რა ეთიკური შედეგები მოაქვს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას?
  • როგორ უნდა დაიგეგმოს სასწავლო პროცესები, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას?
  • როგორ უზრუნველვყოთ ონლაინ სწავლების ხარისხი?

კვლევით ვორკშოპზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბრიტანელმა პროფესორმა პოლ გიბსმა წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი: ’’პანდემიის შესაძლო გავლენა უმაღლეს განათლებაზე’’.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:

  1. https://www.eden-online.org/2020_lisbon/session/f1/
  2. https://www.eden-online.org/2020_lisbon/

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია: „ონლაინ სწავლების მნიშვნელობა COVID-19-ის გლობალური გამოწვევების პირობებში და სამედიცინო განათლება“ (20 ივლისი, 2020)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 20 ივლისს, გაიმართა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ონლაინ სწავლების მნიშვნელობა COVID-19-ის გლობალური გამოწვევების პირობებში და სამედიცინო განათლება“. კონფერენცია ჩატარდა EEU-ს Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამა Teams 365-ის საშუალებით.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც. კონფერენციის ბოლოს, ყველა მომხსენებელს გადაეცა ელექტრონული სერტიფიკატი. მათ შორის, ხუთ გამორჩეული მომხსენებელი: ნიკიტა გაური (EEU), რეკჰა ბასკარი (EEU), ომ ქალიანი (EEU), შიამოშრეე ბანერჯეე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და აადილ შარიფ ჰამანათ შარიეფ (EEU) დაჯილდოვდნენ წარჩინების სერტიფიკატით და გადაეცათ ფულადი ჯილდო.

საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი: ’’საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მათთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი გზები და საჭიროებები’’ (30 ოქტომბერი, 2019)

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და მაქს/პლანკის მსოფლიო  და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი: ’’საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მათთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი გზები და საჭიროებები’’.

ვორკშოპი გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა.

ვორკშოპის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის    ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, შალვა მაჭავარიანმა და მაქს/ პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან   პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელმა ელიკო წიკლაური–ლამიხმა. 

ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს:

  • პროფესორი პიტერ ვილკიცკი,კიოლნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თემით: სახელმწიფოების ვალდებულება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ურთიერთობის მიმართებაში
  • დოქტორი ანიტა უშაცკა, პროფესორი, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე (2011-2012), თემით: კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
  • დოქტორი ელიკოწიკლაური–ლამიხი, პროფესორი,  მაქს/პლანკის  მსოფლიო  და  საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან  პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელი, თემით: ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიმოხილვა
  • დოქტორი სუნჯანა როქსანდიჩ ვილდიჩკა, ასისტენტ-პროფესორი, ზაგრების სახელმწიფო უნივერსიტეტის მაქს პლანკის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელი, თემით: კორუფცია და ფულის გათეთრება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
  • დოქტორი კამილსალიმოვი, პროფესორი,  ბაქოს სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სისხლის  სამართლის მეცნიერებათა და სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემით: კორუფცია და მასთან ბრძოლის გზები და მეთოდები
  • დოქტორი მირალის. კაზიმოვი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტი, აზერბაჯანის საგადასახადო სამინისტროს სასწავლო ცენტრის  ხელმძღვანელის მოადგილე, თემით: კორუფციასთან ბრძოლა,  როგორც  ქვეყნის უსაფრთხოების ფაქტორი და საბანკო დანაშაულები, აზერბაიჯანის მაგალითზე

 

ვორკშოპს ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

ვორკშოპის დასასრულს დოქტორ ელიკო წიკლაური-ლამიხს, დოქტორ ანიტა უშაცკასა და დოქტორ სუნჯანა როქსანდიჩ ვილდიჩკას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა და  დიპლომები გადასცა.

რექტორმა, აღნიშნა, რომ მათი აკადემიური აქტივობა, არსებული თანამშრომლობა და მხარდაჭერა მნიშნელოვანი კონტრიბუციაა უნივერსიტეტის განვითრების გზაზე.

სამეცნიერო კონფერენცია: ”საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ამაღლების შესაძლებლობები” (28 სექტერმბერი, 2019)

მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: ”საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ამაღლების შესაძლებლობები”.

კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა.
ღონისძიების მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, შალვა მაჭავარიანი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი მიესალმნენ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს:

  • ნატო ალავიძე – ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

მოხსენება: ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის

  • ლევან კიკილაშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) დოქტორანტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება: საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობა ეკო მეგობრული ტექნოლოგიების ასპექტში

  • შალვა მაჭავარიანი – ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

მოხსენება: საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ამაღლების უმთავრესი  პირობები

  • თემურ მაისურაძე – პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

მოხსენება: საქართველოს ინოვაციური პოტენციალის ამაღლების შესაძლებლობები

  • სიმონ ჯანაშია – განათლების დოქტორი, მოწვეული ლექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

მოხსენება: კვლევების გავლენა განათლების განვითარებაზე

  • შალვა ტაბატაძე – ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

მოხსენება: ტექნოლოგიების გამოყენება არაქართულენოვან სკოლებში კითხვის უნარების განსავითარებლად

  • ვახგანტ ჭარაია – ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

მოხსენება: მონეტარული თარგეთირება და გამოწვევები

სტუდენტური კონფერენცია: ”ინოვაციების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის’’ (25 სექტემბერი, 2019)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია: ”ინოვაციების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის’’ .

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის ფარგლებში.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში  შალვა მაჭავარიანი მიესალმა.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ინჟინერიის ასევე, იურიდიული ფაკულტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემდეგმა სტუდენტებმა.

კონფერენციაში მონაწილეები შეაფსეს ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით:

  • გიორგი გახელაძე – მოდერატორი (ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
  • გელა გრიგოლაშვილი – მოდერატორი (ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი) სადისერტაციო საბჭოს მდივანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
  • ზუხრა მაცაბერიძე – მოდერატორი (იურიდიული ფაკულტეტი) იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
  • შალვა კვინიხიძე – მოდერატორი (იურიდიული ფაკულტეტი) პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

კონფერენციის ბოლოს სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები’’ (18 მაისი, 2019)

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტექნოპარკში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”.

კონფერენციაზე ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის განათლების ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მოხენებები ქართველმა განათლების მკვლევარებმა წარმოადგინეს.

კონფერენციის მიზანია უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდა და მათი პოტენციალის ქართული განათლების სისტემის რეფორმირებაში რეალიზაცია.

კონფერენციის მოხსენებები შეეხებოდა დოქტორანტურის საფეხურზე გასაუმჯობესებელ საკითხებს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მიმდინარე რეფორმას, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსებისა და მხარდაჭერის პოლიტიკას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გეგმებსა და სხვა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

VII HR საერთაშორისო კონფერენცია - HR გამოწვევები (14 მაისი, 2019)

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე

საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები'' (17 ნოემბერი, 2018)

2018 წლის 17 ნოემბერს სასტუმრო ’’Hotel Museum’’-ში ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია:  ’’ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები’’.

კონფერენციის ოფიციალური პარტნიორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში!

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში;

კონფერენციის კოორდინატორი, თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტების კოორდინატორი;

კონფერენციის თანახელმძღვანელი: დოქტორი ნათია ჭიღვარია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

კონფერენციის მიზანი: სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება, ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა და კვალიფიკაციური სპეციალისტების მომზადება.

კონფერენცია ფარავდა შემდეგ სექციებს:

  • ეკონომიკა და ინოვაციები. მოდერატორი:

გიორგი ღაღანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.

  • საჯარო მმართველობა, ევროპის საჯარო და სისხლის სამართალი. მოდერატორები:

ბერნდ თომას ჰაინრიხი,  ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) სისხლის სამართლის დოქტორი და ნანა მაჭარაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) მმართველობის სკოლის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები აკადემიური წრეებიდან, დონორი ორგანიზაციიდან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან:

  • ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა;
  • გერმანიის ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 80 დოქტორანტმა და პოსტ დოქტორანტმა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან, საიდანაც სარედაქციო კოლეგიისა და სექციების შესაბამისი  მოდერატორების მიერ წინასწარ გამოგზავნილი ანოტაციებისა და სამეცნიერო ნაშრომების შეფასების საფუძველზე შეირჩა 20-მდე მონაწილე შემდეგი უნივერსიტეტებიდან:

  • ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტი (გერმანია);
  • სოდერტორნის უნივერსიტეტი (შვედეთი);
  • ესტონეთის ბიზნესის სკოლა (ტალინი)
  • რუსულ-სომხური უნივერსიტეტი (ერევანი);
  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო);
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (საქართველო);
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
  • კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);

კონფერენციის ბოლოს მოდერატორების მიერ გამოვლინდნენ საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორები:

  1. ლევან გორელაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, დოქტორანტი;
  2. თამარ აბზიანიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, დოქტორანტი.

კონფერენციის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.

გამოიცა მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომების კრებული.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდგომ გაიმართა საზეიმო წვეულება.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

 

კვლევითი ქსელის „PONARS Eurasia“-ის ვორქშოპი „სახელმწიფოებისა და ერების მშენებლობა ტურბულენტურ კონტექსტში’’ (სომხეთი, 9 ნოემბერი, 2018)

9 ნოემბერს, ქალაქ ერევანში, ჩატარდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ქსელის „PONARS Eurasia“-ის და რუსულ-სომხური უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ვორქშოპი სახელწოდებით „სახელმწიფოებისა და ერების მშენებლობა ტურბულენტურ კონტექსტში’’, რომელიც საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის მრავალი საგულისხმო საკითხის განხილვას დაეთმო.

ვორკშოპში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარებმა ლაშა ხარაზმა და ნოდარ შოშიაშვილმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც წარადგინეს ხედვა სახელმწიფოებისა და ერების მშენებლობის თაობაზე.

ორი თემატურად დატვირთული დღის განმავლობაში ევრაზიის რეგიონზე მომუშაავე წამყვანმა მკვლევრებმა განიხილეს კონფლიქტებთან, დემოკრატიული ტრანზიციის პროცესებთან, ბიოპოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებასთან, თანამედროვე ნაციონალიზმის გამოწვევებთან და სხვა რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და დასახეს მათი გადაჭრის გზები

ICEF ბერლინის ვორკშოპი (ბერლინი, 3–6 ნოემბერი, 2018)

2018 წლის 3–6 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებდა  ICEF ბერლინის ვორკშოპში.

ICEF ბერლინის ვორკშოპი არის მსოფლიოში სიდიდით მეორე და ევროპაში ყველაზე დიდი ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებები, განათლების პროვაიდერები და სტუდენტების მომზიდველი კომპანიები მთელი მსოფლიოდან. ღონისძებიება საშუალებას იძლევა, გააცნო მსოფლიოს შენი დაწესებულება და საგანმანათლებლო პროგრამები, დაამყარო ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან და მოიზიდო უცოხელი სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

2018 წელს გამართულ ICEF ბერლინის ვორკშოპზე 2800-ზე მეტი მონაწილე იყო, აქედან 1800 ორგანიზაცია 100-ზე მეტი ქვეყნიდან.  პროგრამა “Study in Georgia”-ს ფარგლებში  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა 57 სემინარი, ექსპერტთა პანელენი და პრეზენტაციები. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომაგენლებმა 40-მდე წინასწარ ორგანიზებული ბიზნეს შეხვედრა გამართეს სტუდენტთა რეკრუტირების სააგენტოებთან,  ასევე სხვა დაწესებულებებთან თუ მომწოდებლებთან მსოფლიოს მასშტაბით. შეხვედრები 25–წუთიანი იყო და მოიცავდა ორმხრივი ინტერესების გაზიარებას.

ვორკშოპის ფარგლებში დაგეგმილმა შეხვედრებმა კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, რომ გაეფართოვებინა საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი.

ვორკშოპის შესახებ დეტალები იხ. ბმულზე

ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) სამეცნიერო კონფერენცია (უნგრეთი, 4-6 ოქტომბერი, 2018)

2018 წლის 4-6 ოქტომბერს უნგრეთის ქ. პეჩში გაიმართა ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია, ასოციაციის გენერალური ასამბლეა და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა. სამეცნიერო კონფერენციის განხილული იყო თანამედროვე სამედიცინო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, კერძოდ კვლევის სწავლება სამედიცინო განათლებაში: „Best Practice for Research teaching in Medical Education”.

კონფერენციაზე სპეციალური სიმპოზიუმის ფარგლებში წარდგენილ იქნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ნატო ალავიძისა და დტსუ-ს ურთიერთთანამშრომლობით მომზადებული პრეზენტაცია „Programmatic Issues of the MD Students Progress in Developing Scientific Skills and Aspects of Their Quality Evaluation Benchmarks”. პრეზენტაცია ეხებოდა თანამედროვე სამედიცინო სკოლაში მეცნიერებაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიის შემუშავებისა და  განვითარებისთვის მნიშვნელოვან კონტექსტუალურ საკითხებს, სტრატეგიის კონცეპტუალური ბაზისთვის აქტუალურ კომპონენტებს, პროგრამული იმპლემენტაციის მეთოდოლოგიას, დმ-ის პროგრამაში სტუდენტთა სამეცნიერო უნარების განვითარების სავალდებულო და არჩევით „გზებს“; ასევე პრგორმაების ამ ასპექტში (კვლევაზე დაფუძნებული სწავლება) შეფასების ინდიკატორებს აკადემიური კეთილსინდისიარებისა და კოლაბორაციის (ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე) მნიშვნელობას.

ასევე, სპეციალური სიმპოზიუმების ფარგლებში გაიმართა მოხსენებები და დისკუსიები ზეპირ სამედიცინო განათლებაში კვლევის სწავლების ორგანიზაციას, ადმინისტრირებასა და ხელშეწყობაში არსებულ და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ ევროპის სამედიცინო სკოლების სტუდენტები, გაიმართა სამუშაო შეხვედრები და ლაბორატორიათა პრეზენტაცია.

European Association for International Education (EAIE) განათლების გამოფენა-კონფერენცია (ჟენევა, 11–14 სექტემბერი, 2018)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა 2018 წლის 11-14 სექტემბერს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ჩატარებულ საერთაშორისო ორგანიზაციის European Association for International Education (EAIE) განათლების გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ევროპის უდიდესი საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის ყოველწლიური გამოფენა და კონფერენცია ოცდამეათე წელია სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში იმართება. გამოფენას 230 მონაწილე ჰყავდა და მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, თურქეთი და არაერთი ევროპული ქვეყანა.

ჟენევაში გამართულ გამოფენა-კონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს მიეცა შესაძლებლობა კონტაქტების დამყარების, გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორების მოძიების. კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო როგორც წამყვანი უნივერსიტეტების მხრიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფრო ახლოს გაცნობის, ასევე გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების  შესაძლებლობების კუთხით.

III საერთაშორისო HR კონფერენცია „ტექნოლოგიების ერა და ეიჩარი“ (16 მაისი, 2018 წელი)

2018 წლის 16 მაისს HR პროფესიონალთა გილდიის  ორგანიზებითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპონსორობით სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ ჩატარდა  III საერთაშორისო HR კონფერენცია: „ტექნოლოგიების ერა და ეიჩარი“

კონფერენციის  მიზანი იყო ,,VUCA“ (ცვალებად, გაურკვეველ, რთულ, ბუნდოვან) სამყაროში, ადამიანური რესრუსების მართვის რთული ამოცანების ეფექტური და ეფექტიანი გადაჭრისათვის, უახლესი პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინოვაციების, ახალი HR ინსტურმენების, რესურსების გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 14 წარმომადგენელი; სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და წარმატებული კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების დირექტორები, სპეციალისტები.

სემინარი: ’’ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით!’’ (7 ივნისი, 2018)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ორგანიზებით 2018 წლის 7 ივნისს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდა პროფესორ თემურ მაინურაძის სემინარი თემაზე: ’’ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით’’.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ელექტრონული რესურსების როლს ამ პროცესში. მან ასევე სტუდენტებს გააცნო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ’’საქპატენტი’’- ის საავტორო უფლებების დაცვის ერთ-ერთი აპრობირებული მექანიზმი და ისაუბრა მისი გამოყენების დადებით მხარეებზე.

სემინარს ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი და ვიცე-რექტორი.

სემინარის შესახებ დეტალები იხ. ბმულზე

საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – ”ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები!’’ (21 აპრილი, 2018)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ორგანიზებით 2018 წლის 21 აპრილს ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ”ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები!’’

კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება, ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა და კვალიფიკაციური სპეციალისტების მომზადება.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და წარმატებები უსურვა.  კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთ ევროპის  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ფაკულტეტების  ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები. კონფერენციაზე მოხსენებები სამართლის, განათლების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო  პროგრამების  სტუდენტებმა წარმოადგინეს.

კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა სამ სექციად – სამართლის, განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით.

სექცია: ’’სამართალი’’

მოდერატორი –  შალვა კვინიხიძე, პროფესორი

სექცია: ’’ განათლება და საერთაშორისო ურთიერთობები’’

მოდერატორი – თამარ ზაალიშვილი, ასოცირებული პროფესორი

სექცია: ’’ბიზნესი და ეკონომიკა’’

მოდერატორი – გელა გრიგოლაშვილი, ასოცირებული პროფესორი

კონფერენციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, მოდერატოების მიერ შეფასდა სექციებში მუშაობა და კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

სექციების მიხედვით გამოვლინდა კონფერენციის საუკეთესო ნაშრომები:

სამართალი – თამარ მსხვილიძე (დოქტორანტი)

განათლება და საერთაშორისო ურთიერთობები – ეკატერინე ბენიაშვილი (მაგისტრანტი)

ბიზნესი და ეკონომიკა – თინათინ მამესწარაშვილი (დოქტორანტი)

საუკეთესო ნაშრომების ავტორებს  გადაეცათ პრიზები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ნაშრომთა კრებული, 2018). ასევე, საუკეთესო ნაშრომების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით წარდგებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში 26 მაისს დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის კრებული იხ. ბმულზე: https://goo.gl/zP5zHN
დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების საბჭოსა და მიდლსექსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული რიგით მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (აპრილი, 2018)

ლონდონში, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების საბჭოსა და მიდლსექსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ რიგით მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, რომელსაც წარმოადგენდა რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და ვიცე-რექტორი თეა იმედაძე.

კონფერენციის ორგანიზატორების მხრიდან ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან საქართველო იყო პირველი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფერენციაში.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოხსენება ეხებოდა პროფესიული დოქტორანტურის დანერგვის საჭიროებას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყენებითი დარგების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად, რომელიც განაპირობებს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში კვლევებისა და მეცნიერების ინტეგრირებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს.

კონფერენციის დეტალები იხ. ბმულზე

კონფერენცია: ’’თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად’’ (3 ოქტომბერი, 2017)
2017 წლის 3 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: ’’თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად’’.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, სსიპ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“- ს წარმომადგენლებმა.

კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა.

კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • ახალი სასწავლო პროგრამები აგრობიზნესში და მათი განხორციელების თანამედროვე მიდგომები – შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში;
  • ორგანიზაციული, დარგობრივი და პიროვნული უპირატესობის მოპოვება და მართვა – თემურ მაისურაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • აგრარულ სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის ორგანიზება – ლაშა ლაბაძე, აისეტის კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
  • სურსათის უვნებლობა და ხარისხი – ქეთევან ლაფერაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი;
  • პროფესიული განათლების როლი აგრობზნესის განვითარების სფეროში – ნოდარ ხარაზიშვილი, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, დირექტორი;

კონფერენცია დისკუსიის სახით წარიმართა, გამოიკვეთა ქვეყანაში არსებული პრობლემები აგრობიზნესის განვითარების კუთხით და დაისახა მათი გადაჭრისთვის საჭირო გზები.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია: ''სამართალი და კანონის უზენაესობა'' (29 სექტემბერი, 2017)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ”სამართალი და კანონის უზენაესობა”.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი  2017-ის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში შალვა მაჭავარიანი მიესალმა.
 
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა ორგანიზატორი უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემდეგმა სტუდენტებმა მიიღეს:
 
პაატა ჯავახიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დოქტორანტი თემით: კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე საპარლამენტო კონტროლის ქართული მოდელი;
 
გიორგი სიორიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დოქტორანტი თემით: საკონსტიტუციისმდებლო და კონსტიტუციისმიერი ხელისუფლება-ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრობლემატიკა ქართულ კონსტიტუციურ სინამდვილეში;
 
ანა ნასრაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტი დოქტორანტი თემით: სისხლის სამართლის პროცესის ევროპეიზაცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში;
 
რატი ახალაია –  საქართველოს უნივერსიტეტი დოქტორანტი თემით:  ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა და ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროპულ სისხლის სამართალში;
 
მაია მხატვრიშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი თემით: პოლიტიკური გაერთიანებებისათვის ყოველწლიურად თანხის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
 
თინათინ ნიბლოშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი თემით: ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვა ფეოდალურ საქართველოში;
 
ნათია სონღულაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი თემით: ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადები – თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები;
 
თამარ გეგელია – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი თემით: დანაშაულის მომზადების გენერალური დასჯადობის შესაბამისობა თანამედროვე სისხლის სამართალთან;
 
ნაზი ჯანეზაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორატი თემით: მოსამართლის როლი სისხლის სამართლის პროცესში.
 
კონფერენციაში მონაწილეები შეაფასეს ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით: 
 
დიმიტრი გეგენავა- მოდერატორი, სამართლის დოქტორი;
ზუხრა მაცაბერიძე -მოდერატორი, სამართლის დოქტორი;
 
კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მონაწილეებს კი კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში კონფერენცია-ვორკშოპი: ’’ინოვაციური პოტენციალის ამაღლების ძირითადი პირობები’’ (27 სექტემბერი, 2017)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით ფონდ ’’ღია საზოგადოება-საქართველო’’-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ვორკშოპი: ’’ინოვაციური პოტენციალის ამაღლების ძირითადი პირობები’’.
 
ვორკშოპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ  მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი  2017-ის ფარგლებში ჩატარდა. 
 
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა.
 
ვორკშოპის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი მიესალმა. 
 
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს აკადემიური წრეების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგმა წარმომადგენლებმა:
 
შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი, მოხსენებით:
ინოვაციური პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა;
 
თემურ მაისურაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი,  მოხსენებით: პრობლემების პორტალი როგორც სახელმწიფო საინოვაციო აქსელერატორი;
 
ოლეგ შატბერაშვილი, ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის” თავმჯდომარე, მოხსენებით: საქართველოს ინოვაციური განვითარება: მდგომარეობა, პერსპექტივები, დაბრკოლებები;
 
გივი ქოჩორაძე, კვლევების განვითარების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშირისო ცენტრი (ICARTI) აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, მოხსენებით: ინოვაციების როლი და მნიშვნელობა ევროპასა და საქართველოს რეალობაში;
 
სალომე ხაჩიაური, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, დეპარტამენტის ხელმძღვანელი  (GITA),  მოხსენებით: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში; 
 
ირინე დარჩია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, განათლების  ექსპერტი,  მოხსენებით:უმაღლესი განათლების როლი ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ზრდისთვის;
 

დენის ჰავკესი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოხსენებით: 

პროფესიული

დოქტორანტურა როგორც ინოვაციური მექანიზმი EdD at UCL მონაცემების მიხედვით.

ინეზა გაგნიძე, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 
მოხსენებით: სამეწარმეო უნივერსიტეტი – ინოვაციური პოტენციალის ამაღლების პირობა საქართველოში; 
 
ოთარ ანთია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს უფროსი, მოხსენებით: აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამა;
 
სოფიო გაბელაია, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დოქტორანტი, მოხსენებით: ელექტრონული მთავრობა, როგორც მართვის თანამედროვე მეთოდი საქართველოში; 
 
ნინო პაპაჩაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ასოცირებული პროფესორი, მოხსენებით: ინოვაციებისა და ეკონომიკური განვითარების კავშირურთიერთობის ასპექტები; 
 
გიორგი ღაღანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორი, მოხსენებით:  საექსპორტო პოტენციალის ათვისება, როგორც ეკონომიკის ინოვაციურობის საზომი.
 
კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაისახა ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ამაღლებისათვის საჭირო გზები.
სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია: სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლება, როგორც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის შესაძლებლობა (2 აპრილი, 2017)

„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“, „ჯიპა“-ს და „კავკასიის უნივერსიტეტის“ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლება, როგორც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის შესაძლებლობა“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტები და განათლების სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალისტები. მონაწილეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამაზ მარსაგიშვილი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი.
კონფერენცია გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ სანიკიძემ.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, ირინე დარჩია, „ერაზმუს+“ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი, ლიკა ღლონტი, გრენობლის უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის პროფესორი, სებასტიან ჟოკაი, დასავლეთ ლონდონის ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა კოლეჯის განათლების მკვლევარი პროფესორი, კახაბერ ლაზარაშვილი. ასევე პროფესორები: შალვა მაჭავარიანი, ნათია ჭიღვარია, ეკატერინე ნაცვლიშვილი; მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე; სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი აკაკი მამალაძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ფართო სპექტრის დარგის სპეციალისტები და მკვლევარები.
კონფერენციის მიზანი გახლდათ – სამეცნიერო ნაშრომების ხარისხის ამაღლება და მათი რეალიზებით გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.
კონფერენიციაზე განხილულ იქნა საკითხები სადოქტორო ნაშრომების ხარისხის ამაღლების, მათი ბიზნესსა და წარმოებაში იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზებისა და ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ.

საერთაშორისო კონფერენცია - საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები (18 ნოემბერი, 2016)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის თანამონაწილეობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით დღეს, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებაში სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მკვლევართა წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა იყო. ნაშრომები ქართველმა და უცხოელმა მოდერატორებმა შეაფასეს. საუკეთესო ნაშრომები დაჯილდოვდა და საკონფერენციო ნაშრომების კრებულში დაიბეჭდა.

ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი და უნივერსიტეტის პროფესორები – შალვა მაჭავარიანი, შალვა კვინიხიძე, თემურ მაისურაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, კავკასიის უნივერსიტეტისა და GIPA-ს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ჟურნალის „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია EEU-ში (29 ოქტომბერი, 2016)

დღეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დარბაზში ჟურნალის „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ მესამე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ჟურნალი „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო გამოცემაა, 2013 წლიდან გამოდის. ჟურნალის მთავარი რედაქტორი პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილია.

მესამე ნომერში დავით ჯაიანის, საბა ფიფიას, კახაბერ ურიადმყოფლის, მონიკა გაბუნიას, ნინო ჩიტიძის, თამარ მსხვილიძის სტატიები და ჰანს-ულრიჰ გავასის სტატიის მიხეილ ბიჭიასეული თარგმანია შესული.

პრეზენტაციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში დიმიტრი გეგენავა უძღვებოდნენ.

საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა (22 სექტემბერი, 2016)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა,   საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკისა სამინისტროს  და საქართველოს  პარლამენტთან არსებული ინოვაციების საბჭოს ერთობლივი ვორკშოპი გაიმართა დღეს კავკასიის უნივერსიტეტის, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში. თემა: ,,საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა’’. ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობას იღებდენ:

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, პარლამენტთან მოქმედი საინოვაციო საბჭოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ”საქპატენტის”, ”საქსტატის”, სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, უნივერსიტეტების (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი ფონდების წარმომადგენლები, მეცნიერები, პრაქტიკოსი სპეციალისტები.

ვორკშოპი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ორგანიზებით,  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი  თბილისის  2016″-ის ფარგლებში.

აგრარული მეცნიერების დღე (21 სექტემბერი, 2016)

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ განათლების ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ,,აგრარული მეცნიერების დღე“, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის თემა იყო: ”საქართველოში აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად პროფესიული და უმაღლესი განათლების ინოვაციური სასწავლო პროგრამების დანერგვა“. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, გახსნა. მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები მიესალმნენ.

კონფერენციაში მონაწილეობდენ: საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სურსათის ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორები, აგრობიზნესის წარმომადგენლები და სტუდენტები.

EEU-ს ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია ტექნოპარკში (12 აპრილი, 2016)

12 აპრილს,”ტექნოპარკში” აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიებას საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.Autodesk-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი დიზაინისა და არქიტექტურის პროგრამის ვორკშოპის შემდეგ,HR-ის სამაგისტრო პროგრამისა და აგრობიზნესის ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაციები მოეწო.გარდა ამისა ქართულ საგანმანათლებლო სექტორს დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ტრენინგ კურსი შეემატა და საფუძველი ჩაეყარა ამავე სახელწოდების სკოლის დაარსებას.პროტოკოლის სრული წესის დაცვით, ღონისძიებაზე სამმხრივი ხელმოწერის საჩვენებელი ცერემონიალი გაიმართა.აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას.მოკლევადიანი კურსების გავლის შემდეგ მსმენელებს დონის შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი გადაეცემა.ღონისძიებაზე წამახალისებელი ვიქტორინა მოეწყო და სამ გამარჯვებულს საკუთარი სურვილით შერჩეული EEU TRAINING CENTER-ის სასერთიფიკატო კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამები თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებზეა ორიენტირებული.

III ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში (29 იანვარი, 2016)

28-29 იანვარს საკონსტიტუციო სამართალში III ეროვნული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში საკონსტიტუციო სამართლის პროფესორები, მკვლევარები და ექსპერტები მონაწილეობენ. ღონისძიების პირველი პანელი მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის 800, ხოლო მეორე – საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის მეორე პანელი „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, ასისტენტ/პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ასისტენტ/პროფესორმა ზურაბ მაჭარაძემ გახსნეს.

საერთაშორისო ჟურნალი - ,,თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ (17 ივნისი, 2015)

17 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ჟურნალის – ,,თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, მოქმედი პრაქტიკოსი იურისტები და სტუდენტები.
პრეზენტაციაზე სიტყვა წარმოთქვეს სარედაქციო კოლეგიის წევრებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ძლიერიშვილმა და ასისტენტ-პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ.
ჟურნალის გამოცემა მიულოცა და ჟურნალის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი ბურდულმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა თანამედროვე იურიდიული განათლების განვითარების მნიშვნელობას და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან მომავალში ერთობლივი პროექტების განხორცილებისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ბატონ ირაკლი ბურდულს და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, კეთილი სურვილებისათვის და დაადასტურა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალშივე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის განხორციელდეს რამოდენიმე ძალიან მაღალი მნიშვნელობის ერთობლივი პროექტი და გამოთქვა მადლიერება, რომ ეს იქნება პირველი პროექტი მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მოიპოვა უნივერსიტეტის სტატუსი და შესაბამისად სადოქტორო პროგრამებზე სწავლების განხორციელების უფლება.
ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა სარედაქციო კოლეგიას გაწეული მუშაობისათვის, მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის, კეთილი სურვილებისათვის და მომავალი წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი ,,უწყვეტი განათლება საქართველოს უმაღლესი განათლების კონტექსტში`` (4 ივნისი, 2015)

2015 წლის 4 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოსავლეთ ევროპის უნიოვერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე – ,,უწყვეტი განათლება საქართველოს უმაღლესი განათლების კონტექსტში“. სემინარი ჩაატარა ლინცის უნივერსიტეტის პროფესორმა, განათლების ექსპერტმა იან ბოემმა.
სემინარის მონაწილეებს მიესალმა და საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა განათლებისa და მეცნიერების სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ირინე დარჩიამ.
იან ბოემი გახლავთ EEU-ს მოწვეული ლექტორი განათლების კვლევებისა და ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამაზე, აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო სოზაშვილმა წარმოადგინა განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ ლინცის უნივერსიტეტში.
სემინარს ესწრებოდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები, რომლებმაც დასვეს კითხვები და წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები.
სემინარის ბოლოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სემინარის მონაწილეებს მობრძანებისათვის და მომავალი წარმატებები უსურვა.
სემინარის დასასრულს გაიმართა მსუბუქი ფურშეტი.

სამეცნიერო კონფერენცია ``ტოლერანტობა - ჰუმანურობის შედეგი`` (25 მაისი, 2015)

არასამთავრობო ორგანიზაცია – “ლიბერალური ხედვების ასოციაციის” ორგანიზებით 25 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – “ტოლერანტობა- ჰუმანურობის შედეგი”.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა.
ჟიურის წევრები იყვნენ – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი – დავით ჩერქეზიშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი –არჩილ აბაშიძე.
ლიბერალური ხედვების ასოციაციის პრეზიდენტი – ნინო ოხანაშვილი.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული მონაწილე. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.

გაეროს მოდელირება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (15 მაისი, 2015)

საქართველოს ახალგაზრდული საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 9,10,11 მაისს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა გაეროს მოდელირების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გასაუბრების შედეგად შერჩეული 50 ახალგაზრდა, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები და გაეღრმავებინათ ცოდნა. მოდელირებაზე წარმოდგენილი იყო 4 კომიტეტი, რომელთა განსახილველ თემებს წარმოადგენდა კიბერ-უსაფრთხოების საკითხები, სირია და ერაყი ,, ისლამური სახელმწიფო”, ტრანსგენდერთა უფლებების დაცვა, გლობალური დათბობა და მისი ნეგატიური შედეგები.

კონფერენციის დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც თითოეული კომიტეტის სპიკერმა წარადგინა რეზოლუცია, გამოვლინდნენ საუკეთესო დელეგატები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

გაეროს მოდელირების კონფერენციამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, ნაყოფიერად და წარმატებულად.

სემინარი თემაზე - „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება`` (13 მაისი, 2015)

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ “Friedrich Naumann Foundation”-ის მხარდაჭერით აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე – „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება-კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“
სემინარი მიზანი იყო სტუდენტებისათვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული საბაზრო ეკონომკის აქტუალიზაცია.
დამსწრე აუდიტორია ღია დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო.
ლექცია-სემინარის მონაწილეებს გადეცათ სერთიფიკატები.

სტუდენტური კოფერენცია ,,ყველაფერი ნატოს შესახებ`` (15 აპრილი, 2015)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ნატოს საიუბილეო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სტუდენტური კონფერენციის – ,,ყველაფერი ნატოს შესახებ” გამარჯვებულების დაჯილდოვება. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქალბატონი ელენე გოცაძე და კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ქალბატონმა ელენე გოცაძემ სტუდენტებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ევროპულ ღირებულებებზე ესაუბრა, ღონისძიება გაიმართა ნატოს კვირეულის ფარგლებში. სტუდენტებს მიულოცა და სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ბატონმა ზურაბ კუკულაძემ, უნივერსიტეტის პრორექტორმა ქალბატონმა თეა იმედაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა. კონკურსის შედეგად გამოირჩა შვიდი კონკურსანტი, გამარჯვებულმა კონკურსანტმა გიორგი გოჩაშვილმა წარმოადგინა საკუთარი მოხსენება. სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო და ფასიანი პრიზები.

საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი ``სადოქტორო განათლების განვითარების პერსპექტივები საქართველოში`` (23 მარტი, 2015)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 23 მარტს ჩატარდა სემინარი სახელწოდებით „სადოქტორო განათლების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს უნივერსიტეტებში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის მე–10 წლისთავს.

სემინარზე განხილულ იქნა სადოქტორო განათლების სამი ასპექტი: ცოდნის სამკუთხედი და ბაზრის კვლევაზე დაფუძნებული სადოქტორო განათლება; სადოქტორო სკოლა, როგორც სადოქტორო განათლების მართვის და განვითარების ოპტიმალური ფორმა; სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია.
სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით ჩერქეზიშვილი და პროფესორი, ბატონი შალვა მაჭავარიანი, სემინარზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ერაზმუს+ ეროვნული ოფისის კოორდინატორმა და განათლების ექსპერტმა ქალბატონმა ლიკა ღლონტმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორმა ირინე დარჩიამ და კომპანია „ეისითის“ მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსმა ქალბატონმა ნინო ქერქაძემ.
აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში სადისკუსიო–საგანმანათლებლო სემინარებს ექნება ტრადიციული სახე, რომლებიც შეეხება განათლების სისტემის აქტუალურ საკითხებს. სემინარების სტუმრები სხვადასხვა დროს იქნებიან განათლების სფეროს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც საზოგადოებას გააცნობენ განათლების განვითარების უახლეს დასავლურ ტენდენციებს, საქართველოში ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებს, იმსჯელებენ განათლების სისტემის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

„ცოდნის სამკუთხედი“ ევროპულ კონტექსტში! (2015 წელი, 13 თებერვალი)

,,უმაღლესი განათლება, კვლევა და ბიზნესი – დასაქმებისა და განვითარებისათვის!”

მიმდინარე წლის 13 თებერვალს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია – ,,უმაღლესი განათლება – კვლევა და ბიზნესი – დასაქმებისა და განვითარებისათვის”.

პროექტი უზრუნველყოფს ,,ცოდნის სამკუთხედის” მხარეებს – უმაღლეს განათლებას, კვლევასა და ბიზნესს შორის რეალურ და ეფექტურ კავშირს, რაც არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული განათლების სისტემის ერთ–ერთი გამოწვევაა. აღსანიშნავია, რომ „ცოდნის სამკუთხედი“ ევროკომისიის განათლების პოლიტიკის ერთ–ერთი პრიორიტეტი, ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე და აქტუალური ტენდენციაა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტთა ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობას, კვლევითი საქმიანობის წახალისებასა და პოპულარიზაციას, ბიზნეს სექტორთან რეალური და კომპლექსური, ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.

პროექტის შესახებ ინფორმაციას წარმოადგინეს Erasmus+ ეროვნული ოფისის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტმა (HERE), აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორმა ქ–მა ირინე დარჩიამ და პროფესორმა ბ–მა შალვა მაჭავარიანმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა ბ-მა. ნოდარ ხადურმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ ბ-მა. თემურ მაისურაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ბ-მა. ნუგზარ ჩიტაიამ, შპს ,,ჯინო ფერედაისის” დამფუძნებელმა ბ-მა.ნოდარ გიორგაძემ, შპს ,,დიოს“ აღმასრულებელმა დირექტრომა ბ-მა. თამაზ დაუშვილმა.
შპს ,,ჯინო ფერედაისთან” (ინვესტორი კომპანია) ერთად პროექტში ღებულობს მონაწილეობას სს ,,ლომისი” (საერთაშორიო კომპანია) და შპს ,,დიო” (ქართული კომპანია).

პროექტის ფარგლებში აღნიშნული კომპანიები სასწავლო და კვლევით საქმიანობაში უშუალოდ იქნებიან ჩართული არა მხოლოდ იმისთვის, რომ პრაქტიკის შესაძლებლობა ჰქონდეთ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, არამედ ისინი თავიანთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს შექმნიან ბიზნესის დაკვეთით, მათი ინტერესების გათვალისწინებით (თემის შერჩევა, კვლევა, სტატისტიკა, შულედური დასკვნები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და ა.შ. მოხდება ინტენსიური ორმხრივი კომუნიკაციით). სტუდენტების წარმატებული კვლევის შედეგები მომავალში პრაქტიკაშიც დაინერგება სწორედ აღნიშნული კომპანიების ბაზაზე და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას.

II ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში (29 დეკემბერი, 2014)

29 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელობის აუდიტორიაში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა II ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში თემაზე: „სახელმწიფო მმართველობის ფორმა: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სინამდვილე და პერსპექტივა“.
კონფერენცია საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, პროფესორმა ზურაბ ძლიერიშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა.
კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ათმა გამომსვლელმა, მათ შორის, ვასილ გონაშვილმა, დიმიტრი გეგენავამ, თენგიზ თევზაძემ, თამარ პაპაშვილმა, პაატა ჯავახიშვილმა, ზურაბ ჯიბღაშვილმა, ლანა ცანავამ, ეკა კაველიძემ, ზურაბ მაჭარაძემ და სალომე წურწუმიამ.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება გაეცნოს მოხსენებებს.

I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები'' (25 ოქტომბერი, 2014)

25 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო კომფერენცია – ,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები.“
შესავალი სიტყვა წარმოთქვეს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირმა ბარბაქაძემ და ამავე ფაკულტეტის პროფესორმა ნინო სოზაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი.
პლენარული სხდომის მოხსენება წარმოადგინა განათლების დოქტორმა, ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა იან ბოჰმა, თემით – არაფორმალურად შეძენილი ცოდნის აღიარება.
სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს სექციური სხდომების მოხსენებები.
კონფერენციამ ჩაიარა საინტერესო სამუშაო ატმოსფეროში, კონფერნციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (24 მაისი, 2014)

მიმდინარე წლის 24 მაისს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კონფერენცია თემაზე „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

კონფერენციზე სიტყვით გამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი. მათ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესურასა და მოწვეულ სტუმრებს მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას და ისაუბრეს საქართველოს გამოწვეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი“.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველ უნიკალურ ფოტოებს.

პირველი საერთაშორისო რეფერირებადი სამართლის ჟურნალის - ``თანამედროვე სამართლის მიმოხილვა`` პრეზენტაცია (05 თებერვალი, 2014)

2014 წლის 5 თებერვალს, 17:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართა, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი საერთაშორისო-რეფერირებადი ჟურნალის „თანამედროვე სამართლის მიმოხილვის“ პრეზენტაცია.

2013 წლის ნომერში შესულია გიორგი კვერენჩხილაძის, ბაჩანა ჯიშკარიანის, არჩილ ცერცვაძის, ანა თოხაძის, დიმიტრი გეგენავას, გიორგი ბურჯანაძის, ლიანა გიორგაძის, ბექა ძამაშვილისა და მიხეილ ბიჭიას სტატიები.

კონფერენცია თემაზე „განათლების სტანდარტების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ინტეგრაციის პრაქტიკული ასპექტები“ (12 ნოემბერი, 2013)

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართა პირველი ადგილობრივი კონფერენცია თემაზე – „განათლების სტანდარტების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ინტეგრაციის პრაქტიკული ასპექტები“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლები.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი კონფერენცია (21 თებერვალი, 2013)
“დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი“ და “აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“ გიწვევთ პირველ ეროვნულ კონფერენციაზე საკონსტიტუციო სამართალში. პირველი კონფერენციის თემაა – „საქათველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და 1921 წლის კონსტიტუცია“.

ღონისძიების მიზანია, სტუდენტებს გააცნოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, შეუქმნას წარმოდგენა იმდროინდელ ვითარებაზე, მიმოიხილოს ის მიღწევები რომელსაც აღნიშნული კონსტიტუცია მოიცავდა. კონფერენციის მონაწილეებს შეეძლებათ ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან შეკითხვები.

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • მთავრობა 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით
  • პარლამენტი 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით
  • ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით
  • პოლიტიკური ვითარება და სულისკვეთება
  • ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი 1921 წლის კონსტიტუციაში
  • 1921 წლის კონსტიტუციის ეკონომიკური ანალიზი
  • არჩევნები 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით
  • საკონსტიტუციო კონტროლის ელემენტები 1921 წლის კონსტიტუციაში
  • 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედების შესაძლო შედეგები

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მომხსენებლები იქნებიან მალხაზ მაცაბერიძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ გონაშვილი, ზურაბ მაჭარაძე, ბექა ქანთარია, დიმიტრი გეგენავა, დემეტრე ეგნატაშვილი, გიორგი დავითური, თენგო თევზაძე, პაატა ჯავახიშვილი, თამარ პაპაშვილი და სხვ.

კონფერენცია გაიმართება 2013 წლის 21 თებერვალს 13:30 სთ-დან 17:00 საათამდე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მისამართი: შატილის N 4 (მეტრო სარაჯიშვილი)

კვლევა

  • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
  • სამეცნიერო კონფერენციები
  • გრანტები
    • მოზიდული გრანტები
    • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
  • კვლევითი პროექტები
    • მიმდინარე
    • განხორციელებული
  • გამოცემები
  • კვლევითი ერთეულები
  • სამეცნიერო ჟურნალი
  • სადოქტორო კვლევები
    • სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრი
    • დოქტორანტების ნაშრომები
    • დოქტორანტის გზამკვლევი
  • კვლევის ეთიკა
    • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
    • კვლევის ეთიკის კომიტეტი
  • სიახლეები

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University