ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების ეფექტიანად მართვა და განვითარება.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ერთიანი კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ქსელის შექმნას, მართვასა და სისტემატურ განახლება-გაფართოებას, დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ახალი მომხმარებლების/სერვისების ჩართვისათვის საჭირო სამონტაჟო და პროგრამული სამუშაოების ჩატარებას;
- ზრუნავს უნივერსიტეტში თანამედროვე ელექტრონული პლატფორმებისა და სხვა ტექნოლოგიური რესურსების დანერგვა-განვითარებაზე;
- ახორციელებს ინფორმაციული ტექნოლოგიების რისკების ადეკვატურად და ეფექტურად მართვას.
- ახორციელებს უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ქსელის, ელექტრონული ბაზების/პლატფორმების, ინტერაქტიული 3D და სასწავლო დაფების, სამეთვალყურეო სისტემების, უნივერსიტეტის ვებ-გვერდის და სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, მოვლა-პატრონობას და ზრუნავს მათ განახლებასა და გაუმჯობესებაზე;
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ქსელში არსებული რეგულარული მომხმარებლების და ვიზიტორების დაყოფას დონეების მიხედვით ჯგუფებად სისტემური უსაფრთხოების მიზნით, რომელთა განსაზღვრას ახორციელებს წინასწარ.
- უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო/კომპიუტერული ქსელის და უნივერსიტეტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მუდმივ მონიტორინგს.
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.