
წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (საქართველო), და ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (გერმანია), გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადელფის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ 2024 წლის 10-11 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ კიოლნში ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის: ,,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“ (ISCP 2024) ნაშრომთა კრებულს.
კრებულში განხილულია ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე ხელოვნური ინტელექტის როლი სხვადასხვა ინდუსტრიაში, მასში წარმოდგენილია აკადემიური წრეებისა და დარგის სპეციალისტების მიერ განხორციელებული მოწინავე კვლევები და პრობლემათა გადაწყვეტის მიდგომები. გამოცემაში განხილულია ისეთი საკითხები როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, გაციფრება ჯანდაცვაში, სამართლებრივი სისტემები, კორპორაციული პასუხისმგებლობა, ელექტრონული ვაჭრობა, ციფრული მეწარმეობა და განათლების ციფრული ტრანსფორმაცია. ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენა და ა.შ.
რედაქტორები:
- პროფ. რიჩარდ გეიბელი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტი (გერმანია)
- პროფ. შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო)
კრებული ინდექსირებულია სკოპუს-ში (Scopus).
ელ. წიგნის ISBN: 978-3-031-88052-0
გამოცემის თარიღი: 5 მაისი, 2025
ბეჭდვური წიგნის ISBN: 978-3-031-88051
გამოცემის თარიღი: 6 მაისი, 2025
გამოცემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს