
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ ხუთ ინგლისურენოვან პროგრამას მედიცინის, ციფრული მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებით.
▶ ჩვენი პროგრამები მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა და კრიტიკული აზროვნების უნარები, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებით, რაც წარმატებული პროფესიული კარიერის წინაპირობაა.
▶ EEU პროგრამები შემუშავებულია დასავლური სტანდარტების შესაბამისად, წამყვანი ქართული და დასავლური უნივერსიტეტების გამოცდილებისა და ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია აღვზარდოთ თავისუფალი და შემოქმედებითი პიროვნებები, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან რეალობას!