სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი წარმოდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზანია უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა, პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის ამაღლება.
დეპარტამენტი დასახული მიზნით მიღწევისთვის:
- შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების სტრატეგიას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას.
- შეიმუშავებს და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმებს;
- შეიმუშავებს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალისა და პროდუქტიულობის შეფასების სისტემას, უზრუნველყოფს მის დანერგვას და შედეგების მიხედვით გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს.
- ახორციელებს/ხელს უწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით მათ განხორციელებას.
- ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებებს;
- ახორციელებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის ადმინისტრირებას;
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.