flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

გამოცხადდა განაცხადების მიღება მე-6 წლიურ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში, ISPC 2026: ,,ციფრული მენეჯმენტი – სამეცნიერო კვლევა და მისი პრაქტიკაში დანერგვა“ მონაწილეობის მისაღებად

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) (თბილისი, საქართველო), ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტთან (FHNW) (ბრიუგი, შვეიცარია), გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტთან (IU) (კიოლნი, გერმანია), ელექტრონული კომერციის ინსტიტუტთან (ECI) (კიოლნი, გერმანია) და ადელფის უნივერსიტეტთან (AU) (ნიუ-იორკი, აშშ) პარტნიორობით 2026 წლის 10-11 სექტემბერს მართავს რიგით მე-6 წლიურ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ISPC 2026: ,,ციფრული მენეჯმენტი – სამეცნიერო კვლევა და მისი პრაქტიკაში დანერგვა.“

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
კონფერენციის თემატიკა და ფორმატი:
რეგისტრაცია და სამიზნე აუდიტორია:
მნიშვნელოვანი თარიღები და პრეზენტაციის მოთხოვენები:
კონფერენციის ადგილმდებარეობა:
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
  • პროფ. დოქტ. რიჩარდ გეიბელი, გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტი (გერმანია);
  • პროფ. დოქტ. დავით ჩერქეზიშვილი, რექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო);
  • პროფ. დოქტ. კახაბერ ლაზარაშვილი, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, ვიცე-რექტორი საერთაშორისო, ადმინისტრაციულ და სამეცნიერო საკითხებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო);
  • პროფ. დოქტ. მერიენ ჰაილენდი, ბიზნეს სკოლის დეკანი, ადელფის უნივერსიტეტი (აშშ);
  • პროფ. დოქტ. დარიუს ცუმშტაინი, ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტი (FHNW), კონკურენტუნარიანობისა და კომუნიკაციის ინსტიტუტი, ოლტენი (შვეიცარია).
კონფერენციის თემატიკა და ფორმატი:

კონფერენციის თემატიკა მოიცავს ციფრულიზაციას ბიზნესის, მენეჯმენტის, განათლებისა და კვლევის სფეროებში. მისი მიზანია შექმნას ფორუმი ციფრულიზაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების წარდგენისა და განხილვისათვის.

კონფერენცია გაიმართება ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში (FHNW).

ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, შესაბამისად მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზენტაცია წარადგინონ როგორც კონფერენციის გამართვის ლოკაციაზე, კერძოდ შვეიცარიის ქალაქ ბრიუგში, ისე ონლაინ რეჟიმში – Zoom პლატფორმის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე

რეგისტრაცია და სამიზნე აუდიტორია:

კონფერენციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია  განაცხადის ანოტაციით (Application form with Abstract) წარმოდგენა არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: ispc2026conference@gmail.com  და sciencepapers@eeu.edu.ge

კონფერენციაში მონაწილეობის საფასური

ISPC 2026-ში მონაწილეობის საფასური არის უფასო

სამიზნე აუდიტორია

მკვლევრები, პრაქტიკოსები, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები როგორც კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტებიდან, ისე მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

მნიშვნელოვანი თარიღები და პრეზენტაციის მოთხოვენები:
განაცხადის/Application form (ანოტაციით) წარმოდგენის ბოლო ვადა – 1 ივნისი, 2026;

სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციასთან ერთად წარმოდგენის ბოლო ვადა – 1 სექტემბერი, 2026;

ISPC 2026 კონფერენციის გამართვა – 10-11 სექტემბერი, 2026.

სამეცნიერო ნაშრომისა და პრეზენტაციის წარმოდგენა  

  • PPT პრეზენტაცია (მოხსენება – 20 წუთი, დისკუსია – 5 წუთი);
  • სამეცნიერო ნაშრომი (არ უნდა აღემატებოდეს 10 – A4 ფორმატზე შესრულებულ გვერდს, დაახლოებით 5,000 სიტყვა);
  • მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის შესასრულებლად იხილეთ დანართის -ის სახით.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

კონფერენციის ბოლოს სამეცნიერო კომიტეტი გამოავლენს ავტორებს შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო მომხსენებელი;
  • ახალგაზრდა მეცნიერი.

საკონფერენციო ნაშრომების გამოცემა

სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება Scopus-ში ინდექსირებულ სპრინგერის გამოცემაში – სპრინგერის ნაშრომები ბიზნესსა და ეკონომიკაში (SPBE).

კონფერენციის ადგილმდებარეობა:
FHNW Campus Brugg-Windisch
Bahnhofstrasse 6
5210 Windisch Switzerland

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა კონფერენცია – საზოგადოება, სამართალი და მმართველობა XXI საუკუნეში
საფეხბურთო ტურნირი EEU-ში

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University