საუნივერსიტეტო 30%-იანი დაფინანსება HRM-ზე ჩარიცხული ყველა მაგისტრანტისთვის!
ფაკულტეტის დეკანი: ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ლილი ბიბილაშვილი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი/ Master of the HRM
სწავლის საფასური: 2500 ლარი (ერთი წელი), საუნივერსიტეტო დაფინანსებით – 1750 ლარი;
პროგრამის უპირატესობები:
- პროფესიონალი ლექტორები და ავტორიტეტული სპიკერები;
- რეალური ცოდნა ორგანიზაციის სტრატეგიული მართვისა და განვითარების, ორგანიზაციული ქცევის პრინციპებისა და მეთოდების, თანამშრომელთა შერჩევისა და პროფესიული განვითარების, ტალანტის მართვისა და თანამშრომელთა შეფასების შესახებ.
- სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება საქართველოში ცნობილ და წარმატებულ კომპანიებში – Geocell, Wissol, Gino Paradise, დიო, ნატახტარი, HR Partners, სინერჯი ჯგუფი, ჯი პი აი ჰოლდინგი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ა. შ.
- სტუდენტის პროფესიული განვითარებისათვის სეზონური სკოლები, სემინარები და სპეციალური კურსები საუნვერსიტეტო დაფინანსებით;
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა
- საუნივერსიტეტო გამოცდები–ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
- მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 70