აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე:
- განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი) – ადგილების რაოდენობა: 5, სწავლის საფასური: 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (ერთი წელი); პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე
- ბიზნესის ადმინისტრირება: ადგილების რაოდენობა: 4, სწავლის საფასური: 7000 ლარი (ერთი წელი); პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- პირს, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, რომლითაც დადასტურდება კანდიდატის კვლევითი უნარები.
- ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები (ინგისური ენა, გამოცდა დარგობრივ კომისიასთან)
განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/edu/
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/dba/
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება – 1-14 სექტემბერი;
- ტესტირება ინგლისურ ენაში – 16 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების აპელაციაზე განაცხადების მიღება – 18-19 სექტემბერი (შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში);
- ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგები – 21 სექტემბერი;
- სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგები (ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე) – 23 სექტემბერი
- ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღება – 23-24 სექტემბერი (შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში) და აპელაციის შედეგები – 24 სექტემბერი;
- ზეპირი გამოცდა (გასაუბრება) დარგობრივ კომისიასთან – 25-26 სექტემბერი;
- კვლევითი უნარების შეფასების შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი;
- კვლევითი უნარების შეფასების შედეგების აპელაციაზე განაცხადების მიღება – 28-29 სექტემბერი (შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში);
- კვლევითი უნარების შეფასების აპელაციის შედეგები – 1 ოქტომბერი;
- კვლევითი უნარების შეფასების საბოლოო შედეგები და ჩარიცხვის კანდიდატთა სია – 1 ოქტომბერი;
- ხელშეკრულებების გაფორმება – 2-5 ოქტომბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დოქტორანტობის კანდიდატმა ელექტრონულ პორტალზე უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ქართულად ნათარგმნი);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სამხედრო ბილეთი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის);
- ავტობიოგრაფია (CV, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც ასახავს მონაცემებს აპლიკანტის განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (სამეცნიერო პუბლიკაციებისა და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლებიც);
- შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამდასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება კანდიდატის კვლევითი უნარები.
განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა, სარეგისტრაციო ელ-პორტალზე ასევე უნდა ატვირთოს:
- სადოქტორო კვლევის პროექტი ინგლისურ ენაზე (იხ. ბმულზე)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ინსტრუქცია იხ. ბმულზე)
- ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა) დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა, სარეგისტრაციო ელ-პორტალზე ასევე უნდა ატვირთოს:
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი, რომელშიც აპლიკანტმა უნდა აღწეროს: პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია, საკვლევი თემის/პრობლემის აქტუალურობა, ლიტერატურის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები, კვლევის სავარაუდო კითხვები/ჰიპოთეზები, კვლევის მეთოდოლოგია, ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა, კვლევის მოსალოდნელი შედეგები (იხ. ბმულზე)
- ბიზნესის მართვის სფეროში არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (სავალდებულოა კანდიდატისთვის, რომელსაც არ გააჩნია ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი);
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა) დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები, გასაუბრების თემატიკა:
- C1 დონის ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები , sample 2022
- გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
შენიშვნა: თითოეული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 61 ქულა
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე:
- B2 დონის ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები (მინ. კომპეტენციის ზღვარი 60)
- სადოქტორო კვლევით განაცხადისა და დარგობრივ კომისიასთან გამოცდის (გასაუბრების) შეფასების კრიტერიუმები
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო ტელეფონი: (032) 248 01 41



