აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ფრესენიუსის უნივერსიტეტის (Hochschule Fresenius) ,,ციფრული მენეჯმენტის” საქართველოში პირველი სამაგისტრო პროგრამაა და კურსდამთავრებულები მიიღებენ ორმაგ დიპლომს – ქართულს და გერმანულს. ციფრული მენეჯმენტის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან გერმანიაში, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში. დასაქმების სფეროებია: ინვესტიციების მენეჯმენტი, ბიზნესის განვითარება, სტრატეგიული განვითარება, ცვლილებათა მენეჯმენტი, მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტი, მარკეტინგი, კონსალტინგი, სტარტაპი და ა.შ.
პროგრამის შესახებ:
პროგრამის ხელმძღვანელები:
პროფესორი რიჩარდ კარლ გეიბელი, გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტი (გერმანია);
პროფესორი, ვიცე-რექტორი შალვა მაჭავარიანი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო)
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 ECTS
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მენეჯმენტის მაგისტრი / Master of Management
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის საფასური: 3500 ლარი (ერთი წელი); ორმაგი დიპლომის შემთხვევაში სწავლის საფასური – 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (ერთი წელი); ფრესენიუსის უნივერსიტეტში (კიოლნი) სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემთხვევაში დამატებითი ერთჯერადი გადასახადი – 1500 ევრო.
პროგრამის უპირატესობები:
- ციფრული მენეჯმენტი – პირველი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში;
- ქართველი და გერმანელი ლექტორები, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები;
- პრაქტიკისა და თეორიის ერთიანობის პრინციპით შექმნილი თანამედროვე პროგრამა, რეალური ცოდნა როგორც ტრადიციული მენეჯმენტის მიდგომებზე, ისე ციფრული მენეჯმენტის ახალ მეთოდებზე, ორგანიზაციებში ციფრული ცვლილებების შესახებ; ასევე, ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება
- EEU–სა და ფრესენიუსის უნივერსიტეტის (Hochschule Fresenius) ქართული და გერმანული დიპლომები;
- ერთი სემესტრი სწავლა ფრესენიუსის უნივერსიტეტში (კიოლნი) და დასაქმება როგორც გერმანულ, ასევე საქარრთველოში აკრედიტებულ გერმანულ კომპანიებში;
- სტუდენტის პროფესიული განვითარებისათვის სეზონური სკოლები, სემინარები და სპეციალური კურსები საუნვერსიტეტო დაფინანსებით;
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატები საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა (იხ. ინგლისური ენის B2 ტესტის ნიმუში და პასუხები) და სპეციალობის გამოცდას (იხ. ბმულზე);
- ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს;
- საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება გააჩნია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირს.
ვაკანტური ადგილები და მნიშვნელოვანი თარიღები:
დოკუმენტაციის მიღების, გამოცდების ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება- 29 ივლისი – 4 სექტემბერი (ელ-რეგისტრაციის ფორმა);
- ღია კარის დღე – 3 სექტემბერი;
- გამოცდა ინგლისურ ენაში – 6 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი;
- ინგლისური ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 9 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში – 10-12 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება – 13-17 სექტემბერი.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 29 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (დამოწმებული)/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დედანი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) – ელ-ვერსია
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაციის გამოგზავნას ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ელექტრონულად განაცხადის წარმოდგენისთვის გადადით ბმულზე: https://reg.eeu.edu.ge/master/local/eeureg/step-1.php
საკონტაქტო ინფორმაცია:
კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
შენიშვნა: დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://masterregistration.eeu.edu.ge/local/eeureg/), ან 29 აგვისტოდან მობრძანდეთ უნივერსიტეტში პირისპირ, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე და ელექტრონულ პორტალზე დოკუმენტაციის ატვირთვაში მხარდაჭერას გაგიწევთ EEU-ს ადმინისტრაცია.
ტელეფონი: +995 32 248 01 41, 599 27 93 95