სპეციალური პირობები 2022-23 სასწავლო წელს EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
🔻 ისწავლე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) და მიიღე 20%-იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ორივე წელზე
- სამაგისტრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო დაფინანსებით თქვენი სწავლის ყოველწლიური საფასური ნაცვლად 2500 ლარისა, არის 2000 ლარი;
🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;
🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:
- ისწავლე წარმატებით და მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია – 600 ლარი ;
- მიიღე ერთჯერადი ჯილდო (ლეპტოპი, პლანშეტი, სასწავლო ვაუჩერი…) საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი სპორტული, კულტურული და კვლევითი აქტივობებისთვის;
- სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
- უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
- ისარგებლე EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირებით და გამოიყენე შესაძლებლობა დასაქმდე უნივერსიტეტის პარტნიორ 200-ზე მეტ ორგანიზაციაში;
- ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
 EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის:
EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის: 
 საუკეთესო თანამედროვე ინფრასტრუქტურა: უახლესი ტექნოლოგიები, ჭკვიანი აუდიტორიები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეებით, თანამედროვე ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრები
საუკეთესო თანამედროვე ინფრასტრუქტურა: უახლესი ტექნოლოგიები, ჭკვიანი აუდიტორიები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეებით, თანამედროვე ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრები გაცვლითი პროგრამები, სეზონური სკოლები მსოფლიოს 15 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, კვიპროსი და ა.შ.)
გაცვლითი პროგრამები, სეზონური სკოლები მსოფლიოს 15 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, კვიპროსი და ა.შ.) დეტალები პროგრამისა და განმახორციელებელი პერსონალის შესახებ იხ. ბმულზე
 დეტალები პროგრამისა და განმახორციელებელი პერსონალის შესახებ იხ. ბმულზეაღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართალი – 160 ვაკანსია
- საჯარო მმართველობა – 50 ვაკანსია
- ადამიანური რესურსების მართვა – 90 ვაკანსია
- ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 50 ვაკანსია
- განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 130 ვაკანსია
- აგრობიზნესის მენეჯმენტი – 15 ვაკანსია
- ციფრული მენეჯმენტი – 10 ვაკანსია
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირს; ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა;
- მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას უცხო ენასა და გამოცდას/გასაუბრებას სპეციალობაში.
- უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული კურსი.
- უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 ქულა.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით პირისპირ ან დისტანციურად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (დამოწმებული)/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დედანი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) – ელ-ვერსია (დოკუმენტაციის პირისპირ ჩაბარების შემთხვევაში, CD-ზე ჩაწერილი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და საჭირო დოკუმენტაცია გამოგზავნოს ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ელექტრონულად განაცხადის წარმოდგენისთვის გადადით ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/SLKVQSL
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება- 29 აგვისტო – 9 სექტემბერი (ელ-რეგისტრაციის ფორმა);
- ღია კარის დღე – 10 სექტემბერი;
- გამოცდა უცხო ენაში – 12 სექტემბერი;
- უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 15 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში – 16-17 სექტემბერი;
> წერითი გამოცდა სპეციალობაში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე – 16 სექტემბერი;
> ზეპირი გამოცდა/გასაუბრება (ყველა სამაგისტრო პროგრამაზე გარდა სამართლის პროგარამის) – 17 სექტემბერი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი;
- 
სამართლის წერითი გამოცდის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 17 სექტემბერი;
- 
სამართლის გამოცდის აპელაციის შედეგები – 18 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება – 19-20 სექტემბერი.
შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია აირჩიოს გამოცდების (წერითი/ზეპირი კომპონენტი) ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ);
- დისტანციურ ფორმატში გამოცდა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა MS Teams-ის გამოყენებით. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი წერითი გამოცდის შემთხვევაში დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ტესტი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში გაესაუბრებით კომისიას .
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო დისტანციური გამოცდების ვიდეო-გზამკვლევები:
- ინგლისურ ენაში ტესტირების გზამკვლევი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gamocdama-instruqcia.mp4 )
- სპეციალობის წერითი გამოცდის (მხოლოდ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე) გზამკვლევი (იხ. ბმულზე: )
- სპეციალობის ზეპირი გამოცდის/გასაუბრების გზამკვლევი (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gasaubreba-ma-gamocda.mp4 )
საკონტაქტო ინფორმაცია
კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
შენიშვნა: დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://www.surveymonkey.com/r/SLKVQSL), ან პირისპირ, 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ზემოთ მითითებულ მისამართზე – EEU-ს ახალ კამპუსში.
ტელეფონი: +995 32 248 01 41, 595101191, ელ–ფოსტა: maregistration@eeu.edu.ge



