

პროგრამის შესახებ:
ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ვასილ კიკუტაძე
პროგრამის ხელმძღვანელები:
პროფესორი რიჩარდ კარლ გეიბელი, გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტი (გერმანია);
პროფესორი, ვიცე-რექტორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო);
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 ECTS
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მენეჯმენტის მაგისტრი / Master of Management
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის საფასური: 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (ერთი წელი);
პროგრამის უპირატესობები:
- ,,ციფრული მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამა პირველი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში, რომელიც შემუშავებული იქნა ფრესენიუსის უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius) თანამშრომლობით. პროგრამა აგებულია გერმანული გამოცდილების საფუძველზე და სრულად პასუხობს საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
- ქართველი, გერმანელი, ბრიტანელი ლექტორები, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები
- პრაქტიკისა და თეორიის ერთიანობის პრინციპით შექმნილი თანამედროვე პროგრამა, რეალური ცოდნა როგორც ტრადიციული მენეჯმენტის მიდგომებზე, ისე ციფრული მენეჯმენტის ახალ მეთოდებზე, ორგანიზაციებში ციფრული ცვლილებების შესახებ;
- სტუდენტის პროფესიული განვითარებისათვის სეზონური სკოლები, სემინარები და სპეციალური კურსები საუნივერსიტეტო დაფინანსებით;
- დასაქმების სფეროები: ინვესტიციების მენეჯმენტი, ბიზნესის განვითარება, სტრატეგიული განვითარება, ცვლილებათა მენეჯმენტი, მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტი, მარკეტინგი, კონსალტინგი, სტარტაპი და ა.შ.
- გაცვლითი პროგრამები ბრემენის, აშაფენბურგის, ბუქარესტის და სხვა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ასევე, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დამატებით მიიღონ ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატები საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა (იხ. ინგლისური ენის B2 ტესტის ნიმუში და პასუხები) და სპეციალობის გამოცდას (იხ. ბმულზე);
- ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს;
- საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება გააჩნია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირს.
პროგრამაზე მიღება/რეგისტრაცია:
ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://eeu.edu.ge/