სპეციალური პირობები 2022-23 სასწავლო წელს EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
🔻 ისწავლე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) და მიიღე 20%-იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ორივე წელზე
- სამაგისტრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო დაფინანსებით თქვენი სწავლის ყოველწლიური საფასური ნაცვლად 2500 ლარისა, არის 2000 ლარი;
🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;
🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:
- ისწავლე წარმატებით და მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია – 600 ლარი ;
- მიიღე ერთჯერადი ჯილდო (ლეპტოპი, პლანშეტი, სასწავლო ვაუჩერი…) საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი სპორტული, კულტურული და კვლევითი აქტივობებისთვის;
- სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
- უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
- ისარგებლე EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირებით და გამოიყენე შესაძლებლობა დასაქმდე უნივერსიტეტის პარტნიორ 200-ზე მეტ ორგანიზაციაში;
- ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის:
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართალი – 160 ვაკანსია
- საჯარო მმართველობა – 50 ვაკანსია
- ადამიანური რესურსების მართვა – 90 ვაკანსია
- ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 50 ვაკანსია
- განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 130 ვაკანსია
- აგრობიზნესის მენეჯმენტი – 15 ვაკანსია
- ციფრული მენეჯმენტი – 10 ვაკანსია
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირს; ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა;
- მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას უცხო ენასა და გამოცდას/გასაუბრებას სპეციალობაში.
- უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული კურსი.
- უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 ქულა.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით პირისპირ ან დისტანციურად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (დამოწმებული)/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დედანი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) – ელ-ვერსია (დოკუმენტაციის პირისპირ ჩაბარების შემთხვევაში, CD-ზე ჩაწერილი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და საჭირო დოკუმენტაცია გამოგზავნოს ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ელექტრონულად განაცხადის წარმოდგენისთვის გადადით ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/SLKVQSL
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება- 29 აგვისტო – 9 სექტემბერი (ელ-რეგისტრაციის ფორმა);
- ღია კარის დღე – 10 სექტემბერი;
- გამოცდა უცხო ენაში – 12 სექტემბერი;
- უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 15 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში – 16-17 სექტემბერი;
> წერითი გამოცდა სპეციალობაში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე – 16 სექტემბერი;
> ზეპირი გამოცდა/გასაუბრება (ყველა სამაგისტრო პროგრამაზე გარდა სამართლის პროგარამის) – 17 სექტემბერი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი;
-
სამართლის წერითი გამოცდის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 17 სექტემბერი;
-
სამართლის გამოცდის აპელაციის შედეგები – 18 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება – 19-20 სექტემბერი.
შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია აირჩიოს გამოცდების (წერითი/ზეპირი კომპონენტი) ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ);
- დისტანციურ ფორმატში გამოცდა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა MS Teams-ის გამოყენებით. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი წერითი გამოცდის შემთხვევაში დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ტესტი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში გაესაუბრებით კომისიას .
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო დისტანციური გამოცდების ვიდეო-გზამკვლევები:
- ინგლისურ ენაში ტესტირების გზამკვლევი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gamocdama-instruqcia.mp4 )
- სპეციალობის წერითი გამოცდის (მხოლოდ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე) გზამკვლევი (იხ. ბმულზე: )
- სპეციალობის ზეპირი გამოცდის/გასაუბრების გზამკვლევი (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gasaubreba-ma-gamocda.mp4 )
საკონტაქტო ინფორმაცია
კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
შენიშვნა: დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://www.surveymonkey.com/r/SLKVQSL), ან პირისპირ, 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ზემოთ მითითებულ მისამართზე – EEU-ს ახალ კამპუსში.
ტელეფონი: +995 32 248 01 41, 595101191, ელ–ფოსტა: maregistration@eeu.edu.ge