სპეციალური პირობები 2025-26 სასწავლო წელს EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების სერვისებით:
- ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით
- ისწავლე წარმატებით და მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია – 600 ლარი ;
- მიიღე ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის:
- საუკეთესო თანამედროვე ინფრასტრუქტურა: უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, SMART დაფები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, საკონფერენციო და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზები, თანამედროვე ბიბლიოთეკა, კვლევითი ცენტრები, EEU-LAB, არქიტექტურის კვლევითი-საპროექტო ბიურო, EEU-CAFE ღია ტერასით, საუნივერსიტეტო კლინიკა ღია გული;
- გაცვლითი პროგრამები, ERASMUS+, სეზონური სკოლები EEU-ს 50-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი, კვიპროსი…)
- ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის უნივერსიტეტებში;
- დეტალები პროგრამისა და განმახორციელებელი პერსონალის შესახებ იხ. ბმულზე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართალი – 60 ვაკანსია
- საჯარო მმართველობა – 20 ვაკანსია
- ადამიანური რესურსების მართვა – 30 ვაკანსია
- ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში – 20 ვაკანსია
- განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 60 ვაკანსია
- ურბანული დაგეგმარება – 10 ვაკანსია
- ციფრული მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) – 5 ვაკანსია
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირს; სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა, ხოლო ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში – არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა.
- მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და გამოცდას/გასაუბრებას სპეციალობაში.
- უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული კურსი.
- უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 ქულა.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 4 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონულად:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) /ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ფოტოსურათი (3X4)
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაციის გამოგზავნას ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ელექტრონულად განაცხადის წარმოდგენისთვის გადადით ბმულზე: https://reg.eeu.edu.ge/2025/master/local/eeureg/
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება- 4 აგვისტო – 3 სექტემბერი (ელ-რეგისტრაციის ფორმა);
- ღია კარის დღე – 1 სექტემბერი;
- გამოცდა ინგლისურ ენაში – 5 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი;
- ინგლისური ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 6 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში – 8-10 სექტემბერი;
> წერითი გამოცდა სპეციალობაში სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამებზე – 8 სექტემბერი;
> ზეპირი გამოცდა/გასაუბრება (ყველა სამაგისტრო პროგრამაზე გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგარამის) – 8-10 სექტემბერი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
-
სამართლისა და საჯარო მმართველობის წერითი გამოცდის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 9 სექტემბერი;
-
სამართლისა და საჯარო მმართველობის გამოცდის აპელაციის შედეგები – 10 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება – 12-14 სექტემბერი.
მისაღები გამოცდების ტესტის ნიმუშები, გამოცდის საკითხები და ფორმატი:
-
-
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები მხოლოდ ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის
-
-
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- წერითი გამოცდის ფორმატი – დისტანციური, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია აირჩიოს გამოცდების ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ);
- დისტანციურ ფორმატში გამოცდა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა MS Teams-ის გამოყენებით. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი წერითი გამოცდის შემთხვევაში დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ტესტი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში გაესაუბრებით კომისიას .
- ურბანული დაგეგმარების სპეციალობის სამაგისტრო გამოცდა – კლაუზურა (პირისპირ ფორმატი)
საკონტაქტო ინფორმაცია
კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://reg.eeu.edu.ge/2025/master/local/eeureg/step-1.php
ტელეფონი: +995 32 248 01 41