სპეციალური პირობები 2026-27 სასწავლო წელს EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების სერვისებით:
- ისწავლე წარმატებით და მიიღე ყოველწლიური სტიპენდია – 600 ლარი ;
- ისარგებლეთ სწავლის საფასურის ეტაპობრივად გადახდის სისტემით;
- მიიღე ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
- სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის:
- საუკეთესო თანამედროვე ინფრასტრუქტურა: SMART ტექნოლოგიები, საკონფერენციო და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზები, ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრეები, არქიტექტურის კვლევითი-საპროექტო ბიურო, თანამედროვე ბიბლიოთეკა, EEU-CAFE ღია ტერასით, სპორტული მოედნები, საუნივერსიტეტო კლინიკა ღია გული;
- გაცვლითი პროგრამები, ERASMUS+, სეზონური სკოლები EEU-ს 50-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი, კვიპროსი…)
- ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის უნივერსიტეტებში;
- დეტალები პროგრამისა და განმახორციელებელი პერსონალის შესახებ იხ. ბმულზე
- უწყვეტი განათლების, ,კარიერული განვითარებისა და და სხვა სტუდენტური სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. აქ: https://eeu.edu.ge/llc/
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართალი (2-წლიანი)
- საჯარო მმართველობა (1 და 2-წლიანი)
- განათლების კვლევები და ადმინისტრირება (1 და 2-წლიანი)
- ადამიანური რესურსების მართვა (1 და 2-წლიანი)
- ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში (1 და 2-წლიანი)
- ურბანული დაგეგმარება (2-წლიანი)
- ბიზნესის ადმინისტრირება (1-წლიანი, 70 ECTS)
- ციფრული მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი, 1 და 2-წლიანი)
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირს; სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა, ხოლო ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში – არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა.
- მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და გამოცდას/გასაუბრებას სპეციალობაში.
- უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული კურსი.
- უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 50 ქულა.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 20 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონულად:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) /ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ფოტოსურათი (3X4)
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაციის გამოგზავნას ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ელექტრონულად განაცხადის წარმოდგენისთვის გადადით ბმულზე: https://reg.eeu-el.ge/register
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება- 20 აგვისტო – 4 სექტემბერი (ელ-რეგისტრაციის ფორმა);
- ღია კარის დღე – 2 სექტემბერი;
- გამოცდა ინგლისურ ენაში – 7 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
- ინგლისური ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 8 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში – 9-11 სექტემბერი;
> წერითი გამოცდა სპეციალობაში სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამებზე – 10 სექტემბერი;
> ზეპირი გამოცდა/გასაუბრება (ყველა სამაგისტრო პროგრამაზე გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგარამის) – 9-11 სექტემბერი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – სამართალი და საჯარო მმართველობა – 11 სექტემბერი; ყველა სხვა პროგრამაზე – 12-14 სექტემბერი;
- აპელაციის განაცხადების მიღება (სპეციალობის წერით გამოცდაზე) – 11 სექტემბერი
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება – 14-16 სექტემბერი.
მისაღები გამოცდების ტესტის ნიმუშები, გამოცდის საკითხები და ფორმატი:
-
-
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები მხოლოდ ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის
-
-
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- წერითი გამოცდის ფორმატი – პირისპირ, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია აირჩიოს გამოცდების ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ);
- ურბანული დაგეგმარების სპეციალობის სამაგისტრო გამოცდა – კლაუზურა (პირისპირ ფორმატი)
საკონტაქტო ინფორმაცია
კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://reg.eeu-el.ge/register
ტელეფონი: +995 32 248 01 41



