აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
ადგილების რაოდენობა: 6, სწავლის საფასური: 2500 ლარი, პროგრამის აღწერილობა იხ.ბმულზე - სამართალი
ადგილების რაოდენობა: 10, სწავლის საფასური: 3500 ლარი, პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე - განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
ადგილების რაოდენობა: 10, სწავლის საფასური: 4000 აშშ დოლარი (ერთი წელი); საუნივერსიტეტო დაფინანსების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებისთვის – 4000 ლარი (ერთი წელი); პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
- ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის პირს; ასევე, პირს, რომელსაც გააჩნია მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში და აქვს ბიზნესის მართვის გამოცდილება;
- სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და საკონკურსო გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის (განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში – C1 დონის ცოდნის) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- ღია კარის დღე – 3 სექტემბერი, 18:00 საათი;
- დოკუმენტაციის მიღება – 5-10 სექტემბერი;
- გამოცდა უცხო ენაში – 13 სექტემბერი;
- უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 15-16 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგები – 17 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (გასაუბრება) – 19 სექტემბერი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი;
- ხელშეკრულებების გაფორმება –22-26 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
I ეტაპი: 5 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება (ჩამოტვირთეთ);
- ავტობიოგრაფია (CV) (განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/სამხედრო ბილეთი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის);
- ახსნა-განმარტება (ჩამოტვირთეთ) იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში .
- კვლევის კონცეფცია (განათლების მეცნიერებების პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების მიერ ივსება ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინსტრუქცია იხ. ბმულზე; განათლების მეცნიერებების პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების მიერ ივსება ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის B2 დონის (სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის)/ C1 დონის (განათლების მეცნიერებების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის) ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/დედანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართულენოვან აკადემიურ საგანმანათლებლო (მაგისტრატურა, დოქტორანტურა და სხვა) პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დოქტორანტობის კანდიდატისთვის, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული);
- სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა სამართლის დოქტორანტობის კანდიდატებისთვის);
- ბიზნესის მართვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
II ეტაპი: 15 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- დოქტორანტობის კანდიდატის მიერ ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/მიმართულების აკადემიური ან მოწვეული პერსონალის შემადგენლობიდან შერჩეული სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
- განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
შენიშვნა: დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პირისპირ ან ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებით: https://www.surveymonkey.com/r/63P6PZC?lang=ka
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები, გასაუბრების კრიტერიუმები:
სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამების
განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები
- გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო ტელეფონი: 599 501244 (სამართალი); 595 90 80 10 (ბიზნესი, განათლება); (032) 248 01 41;