აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
ადგილების რაოდენობა: 5, სწავლის საფასური: 2500 ლარი, პროგრამის აღწერილობა იხ.ბმულზე - სამართალი
ადგილების რაოდენობა: 10, სწავლის საფასური: 3500 ლარი, პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე - განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
ადგილების რაოდენობა: 10, სწავლის საფასური: 4000 აშშ დოლარი (ერთი წელი); საუნივერსიტეტო დაფინანსების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებისთვის – 4000 ლარი (ერთი წელი); პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
- ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის პირს; ასევე, პირს, რომელსაც გააჩნია მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში და აქვს ბიზნესის მართვის გამოცდილება;
- სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და საკონკურსო გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის (განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში – C1 დონის ცოდნის) დამადასტურებელი საერთაშორისო ან ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური (CERTUS) სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება – 4-7 სექტემბერი;
- ტესტირება ინგლისურ ენაში – 8 სექტემბერი;
- უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 9-11 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგები – 12 სექტემბერი;
- ზეპირი გამოცდა (გასაუბრება) დარგობრივ კომისიასთან – 13-14 სექტემბერი;
- ზეპირი გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი (სამართალი), 18 სექტემბერი (განათლების მეცნიერებები, ბიზნესის ადმინსიტრირება);
- ზეპირი გამოცდის აპელაციაზე განაცხადების მიღება და შედეგების გამოცხადება – 15-16 სექტემბერი;
- ხელშეკრულებების გაფორმება – 16-18 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება (დოკუმენტების პირისპირ წარმოდგენის შემთხვევაში)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ავტობიოგრაფია (CV) (სამეცნიერო პუბლიკაციებისა და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/სამხედრო ბილეთი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის);
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი და მოტივაცია:
> სამართლის სადოქტორო პროგრამის სადოქტორო კვლევითი განაცხადისა და მოტივაციის ფორმა (იხ. ბმულზე)
> ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სადოქტორო პროგრამის სადოქტორო კვლევითი განაცხადისა და მოტივაციის ფორმა (იხ. ბმულზე)
> განათლების მეცნიერებებისა პროგრამების სადოქტორო განაცხადის ფორმა (იხ. ბმულზე) და სამოტივაციო წერილი (ინსტრუქცია იხ. ბმულზე) (შენიშვნა: განათლების მეცნიერებების პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების მიერ ივსება ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის B2 დონის (სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის)/ C1 დონის (განათლების მეცნიერებების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის) ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო ან CERTUS სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/დედანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართულენოვან აკადემიურ საგანმანათლებლო (მაგისტრატურა, დოქტორანტურა და სხვა) პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დოქტორანტობის კანდიდატისთვის, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული);
- სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა სამართლის დოქტორანტობის კანდიდატებისთვის);
- ბიზნესის მართვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
შენიშვნა: დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პირისპირ ან ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებით: https://www.surveymonkey.com/r/63P6PZC?lang=ka
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები, გასაუბრების კრიტერიუმები:
სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამების
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები
- სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სადოქტორო კვლევით განაცხადისა და დარგობრივ კომისიასთან გამოცდის (გასაუბრების) შეფასების კრიტერიუმები
განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები , sample 2022
- გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო ტელეფონი: 599 501244 (სამართალი); 595 90 80 10 (ბიზნესი) 591 936 777 (განათლება); (032) 248 01 41;