სპეციალური პირობები 2023-24 სასწავლო წელს EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
🔻 ისწავლე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) და მიიღე საუნივერსიტეტო დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ორივე წელზე
- ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო დაფინანსებით თქვენი სწავლის ყოველწლიური საფასური ნაცვლად 2500 ლარისა, არის 2250 ლარი;
 
🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;
🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:
- ისწავლე წარმატებით და მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია – 600 ლარი ;
 - მიიღე ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
 - სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
 - უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
 - ისარგებლე EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირებით და გამოიყენე შესაძლებლობა დასაქმდე უნივერსიტეტის პარტნიორ 300-ზე მეტ ორგანიზაციაში;
 - ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
 
EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის: 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართალი – 120 ვაკანსია
 - საჯარო მმართველობა – 50 ვაკანსია
 - ადამიანური რესურსების მართვა – 90 ვაკანსია
 - ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 50 ვაკანსია
 - განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 100 ვაკანსია
 - აგრობიზნესის მენეჯმენტი – 15 ვაკანსია
 - ციფრული მენეჯმენტი – 10 ვაკანსია
 
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
 - მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირს; ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა;
 - მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
 - საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და გამოცდას/გასაუბრებას სპეციალობაში.
 - უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული კურსი.
 - უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 ქულა.
 
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 14 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (დამოწმებული)/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დედანი);
 - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 - ფოტოსურათი (3X4) – ელ-ვერსია
 - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
 - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაციის გამოგზავნას ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ელექტრონულად განაცხადის წარმოდგენისთვის გადადით ბმულზე: https://masterregistration.eeu.edu.ge/local/eeureg/
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება- 14 აგვისტო – 6 სექტემბერი (ელ-რეგისტრაციის ფორმა);
 - ღია კარის დღე – 5 სექტემბერი;
 - გამოცდა ინგლისურ ენაში – 8 სექტემბერი;
 - ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
 - ინგლისური ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 11 სექტემბერი;
 - აპელაციის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
 - გამოცდა სპეციალობაში – 12-13 სექტემბერი;
 
> წერითი გამოცდა სპეციალობაში სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამებზე – 12 სექტემბერი;
> ზეპირი გამოცდა/გასაუბრება (ყველა სამაგისტრო პროგრამაზე გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგარამების) – 12-13 სექტემბერი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი;
 - 
სამართლისა და საჯარო მმართველობის წერითი გამოცდის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 13 სექტემბერი;
 - 
სამართლისა და საჯარო მმართველობის გამოცდის აპელაციის შედეგები – 14 სექტემბერი;
 - ხელშეკრულების გაფორმება – 14-15 სექტემბერი.
 
შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია აირჩიოს გამოცდების (წერითი/ზეპირი კომპონენტი) ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ);
 - დისტანციურ ფორმატში გამოცდა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა MS Teams-ის გამოყენებით. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი წერითი გამოცდის შემთხვევაში დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ტესტი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში გაესაუბრებით კომისიას .
 
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო დისტანციური გამოცდების ვიდეო-გზამკვლევები:
- ინგლისურ ენაში ტესტირების გზამკვლევი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gamocdama-instruqcia.mp4 )
 - სპეციალობის ზეპირი გამოცდის/გასაუბრების გზამკვლევი (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gasaubreba-ma-gamocda.mp4 )
 
მისაღები გამოცდების ტესტის ნიმუშები და საკითხები:
- 
 - 
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები მხოლოდ ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის
 - 
 
საკონტაქტო ინფორმაცია
კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://masterregistration.eeu.edu.ge/local/eeureg/), ან შეგიძლიათ, 29 აგვისტოდან მობრძანდეთ უნივერსიტეტში პირისპირ, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე და ელექტრონულ პორტალზე დოკუმენტაციის ატვირთვაში მხარდაჭერას გაგიწევთ EEU-ს ადმინისტრაცია.
ტელეფონი: +995 32 248 01 41, 599 27 93 95



