სპეციალური პირობები 2023-24 სასწავლო წელს EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
🔻 ისწავლე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) და მიიღე საუნივერსიტეტო დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ორივე წელზე
- ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო დაფინანსებით თქვენი სწავლის ყოველწლიური საფასური ნაცვლად 2500 ლარისა, არის 2250 ლარი;
🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;
🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:
- ისწავლე წარმატებით და მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია – 600 ლარი ;
- მიიღე ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
- სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
- უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
- ისარგებლე EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირებით და გამოიყენე შესაძლებლობა დასაქმდე უნივერსიტეტის პარტნიორ 300-ზე მეტ ორგანიზაციაში;
- ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის:
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირს; ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა;
- მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და გამოცდას/გასაუბრებას სპეციალობაში.
- უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული კურსი.
- უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 ქულა.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 9 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (დამოწმებული)/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დედანი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) – ელ-ვერსია
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაციის გამოგზავნას ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ელექტრონულად განაცხადის წარმოდგენისთვის გადადით ბმულზე: https://masterregistration.eeu.edu.ge/local/eeureg/
შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია აირჩიოს გამოცდების (წერითი/ზეპირი კომპონენტი) ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ);
- დისტანციურ ფორმატში გამოცდა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა MS Teams-ის გამოყენებით. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი წერითი გამოცდის შემთხვევაში დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ტესტი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში გაესაუბრებით კომისიას .
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო დისტანციური გამოცდების ვიდეო-გზამკვლევები:
- ინგლისურ ენაში ტესტირების გზამკვლევი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gamocdama-instruqcia.mp4 )
- სპეციალობის ზეპირი გამოცდის/გასაუბრების გზამკვლევი (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gasaubreba-ma-gamocda.mp4 )
მისაღები გამოცდების ტესტის ნიმუშები და საკითხები:
-
-
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები მხოლოდ ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის
-
საკონტაქტო ინფორმაცია
კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://masterregistration.eeu.edu.ge/local/eeureg/), ან შეგიძლიათ, 29 აგვისტოდან მობრძანდეთ უნივერსიტეტში პირისპირ, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე და ელექტრონულ პორტალზე დოკუმენტაციის ატვირთვაში მხარდაჭერას გაგიწევთ EEU-ს ადმინისტრაცია.
ტელეფონი: +995 32 248 01 41, 599 27 93 95