აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე, განათლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიმართა განათლების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ყოველწლიური ერთობლივი რიგით მესამე კონფერენცია – პროფესიული განვითარების დღე 2026.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო საქმიანობაში ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება, განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, კონფერენცია ეძღვნებოდა განათლების საერთაშორისო დღეს.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დამსაქმებელთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს EEU-ს პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა:
- სსიპ – ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლა – თინათინი ჩხიკვაძე (სკოლის დირექტორი)
- სსიპ – ქალაქ თბილისის №11 საჯარო სკოლა – ნინო ჯაბანიშვილი (სკოლის დირექტორი
- სკოლა ,,ქორალი’’ – ანა კინწურაშვილი (მათემატიკის, ფიზიკის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი)






























































