flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

განათლების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა კონფერენცია – პროფესიული განვითარების დღე 2026

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე, განათლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიმართა განათლების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ყოველწლიური ერთობლივი რიგით მესამე კონფერენცია – პროფესიული განვითარების დღე 2026.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა  კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო საქმიანობაში ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება,  განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, კონფერენცია ეძღვნებოდა განათლების საერთაშორისო დღეს.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და  განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა  დამსაქმებელთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს EEU-ს პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა:

  • სსიპ – ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლა  – თინათინი ჩხიკვაძე (სკოლის დირექტორი)
  • სსიპ – ქალაქ თბილისის №11 საჯარო სკოლა – ნინო ჯაბანიშვილი (სკოლის დირექტორი
  • სკოლა ,,ქორალი’’ – ანა კინწურაშვილი (მათემატიკის, ფიზიკის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი)

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ EEU-სსტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე:
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ EEU-სსტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე:
 პრეცენტაციები:

  • ელენე ტაბატაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული) – „სკოლამდელი განათლების როლი სოციალური კაპიტალის გენერირებაში’’;
  • ნინო ზედგინიძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „შეფასებისასთან დაკავშირებული შფოთვა, როგორც სტუდენტური ადაპტაციის სირთულე: ემპირიული კვლევა პირველკურსელთა შორის სტრუქტურული განტოლების საშუალებით’’;
  • თამარ აბესაძე, ლიზი ბანდეჯატი, მარიამ ბაბუხადია (EEU ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები) – „სწავლება-სწავლის თანამედროვე სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: პრობლემები და პერსპექტივები’’;
  • მერი გინტური (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული) – „საჯარო სკოლებში შიდა ხარისხის მართვის მექანიზმების კვლევა (თეორიიდანპრაქტიკამდე)’’;
  • გვანცა ჩივაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) -„სწავლაზე მოქმედი პირდაპირი და არაპირდაპირი ფაქტორები: საქართველოს უმაღლესი განათლების ჭრილში’’;
  • ნინო პავლიაშვილი, სოფიკო ზურაბიანი მარიამ დანელია (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები) – „პროფორიენტაცია და კარიერული განვითარების კურიკულუმი (XI კლასი)’’;
  • ნიკა კირკიტაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „სკოლა და მოქალაქეობრივი კომპეტენციები: რატომ ვერ იქცევა ცოდნა აქტიურ მოქალაქეობად?’’;
  • ქეთევანი მალაზონია (EEU სკოლამდელი განათლების პროგრამის სტუდენტი) -„შეზღუდული შესაძლებლობის და საგანმანათლებლო საჭიროების გააზრების სამედიცინო და სოციალური მოდელები ადრეული განათლების კონტექსტში’’;
  • ნინო სამხარაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „საატესტატო გამოცდების გაუქმების გავლენა სწავლის ხარისხზე’’;
  • მარიამ გამგებელი (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) „ეროვნული გამოცდების გავლენა აბიტურიენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე’’;
  • მარიამი წიკლაშვილი (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის დისციპლინური მექანიზმების შეფასება’’;
  • მაკა სირაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „სკოლამდელი განათლება და მისი დაფინანსება’’;
  • ანა ახალკაცი (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „უმაღლესი განათლების დაფინანსების პრობლემები და პერსპექტივები საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის’’;
  • ლიკა აბრამიშვილი (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „ხელოვნური ინტელექტი სტუდენტების ცხოვრებაში’’;
  • მარიამ ბარბაქაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „კურიკულუმის შემუშავება – განათლების მენეჯმენტის ერთ წლიანი ონლაინ სამაგისტრო პროგრამის მაგალითზე’’;
  • ზიტა ბალახაშვილი, მარიამ გაბრიჭიძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები) – „სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებული მაგალითები’’;
  • ბელა იმედაძე, მზია კვინიკაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები) – „სტუდენტების დამოკიდებულება შიდა საუნივერსიტეტო ხარისხის კვლევებსა და გამოკითხვებზე’’;
  • თამრიკო კოხრეიძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული) – „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებში დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკის განხორციელების ხარისხი- პრობლემები და პერსპექტივები’’;
  • მაკა ელაშვილი (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „უცხო ენის სწავლება ადრეულ ასაკში’’;
კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, EEU-ს სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების, მიგნებების  ურთიერთგაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ყველა მონაწილეს და მომხსენებელს გადაეცა სერტიფიკატები, ასევე უნივერსიტეტისგან პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ქეთევან აფთარაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე)
  • ანი ყველაშვილი – EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
  • მარიამ ლიკლიკაძე – EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის უფროსი
  • ანა მაისურაძე – EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის სპეციალისტი
  • გვანცა ჩივაძე – EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი

EEU სტუდენტური კლუბის პრეზენტაცია

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© East European University