flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU-ში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება – გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) რიგით მესამე, მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია „ახალგაზრდები და მომავლის განათლება – გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა პირმა, მათ შორის, 20-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

კონფერენცია მიზნად ისახავდა  ახალგაზრდების – სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური ერთობლივი ჩართულობის ხელშეწყობას, სამეცნიერო თანამშრომლობის სტიმულირებას, რაც მათ საშუალება მისცა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება, განეხილათ თანამედროვე განათლების ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენცია ასევე ემსახურებოდა განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული იდეების წარმოჩენასა და მომავალი თაობის მკვლევართა პროფესიულ გაძლიერებას.

კონფერენცია გახსნა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან აფთარაშვილმა. მონაწილეებს და დამსწრე აუდიტორიას, ასევე მიესალმნენ ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი ვასილ კიკუტაძე, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ზუხრა მაცაბერიძე.

კონფერენცია მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
კონფერენციაში მონაწილეთა პრეზენტაციები:
კონფერენცია მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:
  • განათლება და ციფრული ტრანსფორმაცია (მოდერატორები: ასოც. პროფ. ქეთევან აფთარაშვილი, პროფ. ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე, განათლების მეცნ. ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანი ყველაშვილი);
  • განათლების სოციალურ-ემოციური, სამართლებრივი და ეკოლოგიური განზომილება (მოდერატორები: ასოც. პროფ. ზუხრა მაცაბერიძე, ასისტ. პროფ. გიორგი წიკლაური).

სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა კერძო და საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებმა როგორც თბილისის (32-ე, 180-ე, 208-ე, კომაროვის 199-ე, 106-ე, 118-ე, ვეკუას 42-ე საჯარო სკოლები, კერძო სკოლა ,,გეტი’’, ,,ცისაკარი’’ და სხვა), ისე სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან მიიღეს: ბათუმი, ტყიბული, გორი, დუშეთი, გარდაბანი, ხობი, დედოფლისწყარო.

მონაწილეებმა წამოჭრეს აქტუალური თემები, მათ შორის: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის როლი სწავლების პროცესში და ეთიკური საკითხები, ემოციური ინტელექტი და მენტალური ჯანმრთელობა სასწავლო გარემოში, ეკოლოგიური პასუხისმგებლობა, ინკლუზიური განათლება და STEM მიმართულებები.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, სკოლის მასწავლებლები, EEU-ს სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების, მიგნებების  ურთიერთგაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად ემსახურება დასახულ მიზანს, განახორციელოს ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი კვლევითი, პროფესიული და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობისთვის, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ინოვაციური საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისთვის

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
  • ქეთევან აფთარაშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი);
  • ანი ყველაშვილი (წევრი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე);
  • მარიამ ლიკლიკაძე (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელი);
  • ანა მაისურაძე (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის სპეციალისტი);
  • ნინო გორთამაშვილი (წევრი, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი).
კონფერენციაში მონაწილეთა პრეზენტაციები:

სესია I – განათლება და ციფრული ტრანსფორმაცია

  • მარიამ პაპიძე, ანა აკოფიანი (კერძო სკოლა “გეტი”) – სკოლის ემოციების რუკა – რა ფერია ჩემი სკოლა?!
  • ლიზი ბანდეჯატი, მარიამ ბაბუხადია, თამარ აბესაძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი: კონკურენცია თუ თანაარსებობა?
  • ანანო აბალაკი, ქეთევან მარკოზაშვილი, ნინი გოგიძე, მზიკო შერაზადიშვილი (ქ. გორის მე-4 საჯარო სკოლა) – მომავლის სკოლა ახალგაზრდების ხედვით – ინოვაციები, STEM დასწავლების კრეატიული მეთოდები
  • ნია სტეფნაძე (ქ. თბილისის N32-ე საჯარო სკოლა) – როგორ გავლენას ახდენს სკოლის გარემო ბავშვის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება ინოვაციური მიდგომებით
  • პეტრე ბენდელიანი, გიორგი ურუმაშვილი (სკოლა ლიცეუმი “ცისკარი”) – საბაზო განათლების ხანგრძლივობის ცვლილება – მოსწავლეთა და მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა
  • მარიამ მახათაძე (ქ. თბილისის 208-ე საჯარო სკოლა) – ხელოვნური ინტელექტის გავლენა მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე სასწავლო პროცესში
  • ელისაბედი ვარშანიძე (ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა) –  ხელოვნური ინტელექტი, ეთიკა და სამრთლებრივი დილემები: ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები
  • ანა თირქია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ხელოვნური ინტელექტის ინტერგრირება სამართლებრივ წერასა და კვლევაში
  • ნიკა ნაცვლიშვილი, საბა ფეიქრიშვილი, სანდრო ფეიქრიშვილი, ნატალი ფერაძე (სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭილურტის საჯარო სკოლა) – პლასტმასს შეუძლია სიკეთის მოტანა
  • ნინო მახვილაძე (ქ. ტყიბულის N6 საჯარო სკოლა) – ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სასწავლო გარემოში
  • გვანცა ქავთარაძე, ნია მჭედლიშვილი, ტატო ცარციძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) –  როგორ ეხმარება AI არქიტექტურას
  • სალომე ჯოჯიკაშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) –  AI მასწავლებლის როლში? – ადამიანის და ტექნოლოგიის თანაარსებობის შესაძლებლობები
  • მერი გინტური (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – ეკოლოგიური სწავლების მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქიმიის გაკვეთილზე
  • მარიამი გოჩელაშვილი (სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა) – ტექნოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა
  • ალლა ლომიძე (სსიპ – შალვა ბედოიძის სახელობის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლა) – AI განათლებაში – იყო მოსწავლე/ მასწავლებელი 21-ე საუკუნეში
  • ელა ახმედოვა (სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საჯარო სკოლა) – თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და რესურსები სკოლაში
  • ავთანდილ კორაშვილი (ქ. თბილისის 118 საჯარო სკოლა) – სკოლა 2050 – მომავალი, რომელსაც ჩვენ ვქმნით

სესია II – განათლების სოციალურ-ემოციური, სამართლებრივი და
ეკოლოგიური განზომილება

  • სალომე გოგრიჭიანი, ანა ლობჯანიძე, მარიამ ფიფია (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – ტექნოლოგიები და მენტალური ჯანმრთელობა
  • ანასტასია იზორია (ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) – ტექნოლოგია როგორც მენტალური სამყაროს შუქნიშანი
  • საბა ქირია (სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა) – ტექნოლოგიები, ციფრული სამყაროდა ჩვენ
  • ნია ბაციკაძე (აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა) – ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი
  • მარიამ ბაღიშვილი, მარიამ მღებრიშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – ბავშვის უფლებები, ინკლუზიური და თანასწორი განათლების შესაძლებლობა
  • სალომე ტეფნაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევები სასწავლო პროცესზე
  • ლუკა გიორგაძე (ზურაბ იარაჯულის სახელობის ქ. თბილისის N 106 საჯარო სკოლა) – განათლება, ეკოლოგია და სოციალური პასუხისმგებლობა
  • მარიამი ჯაჯანიძე (ქ. თბილისის N106 საჯარო სკოლა) – მომავლის განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და გზა თანაარსებობისკენ
  • ლუკა კოკაია, გიორგი ლობჯანიძე (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) – ხელოვნური ინტელექტის როლი საჯარო მმართველობაში (საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი გამოწვევები)
  • ნინი ფარცვანია (სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა) – ვიმაღლებთ ცნობიერებას, ვიაზრებთ პასუხიმგებლობას, ვდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს
  • ლანა გურეშიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ელექტრონული კომერციის გამოწვევები თანამედროვე რეალობაში და მათთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები
  • ნინო ჯიქია, ანასტასია ფხალაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური ინსტიტუცია, როგორც ქვაკუთხედი სახელმწიფოს პროგრესისთვის
  • სანდრა წაქაძე, სესილი ბასილაია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ხელოვნური ინტელექტის როლი სამართლებრივ განათლებაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
  • ხათუნა დგებუაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი) – ბავშვთა განათლების სამართლებრივი გარანტიები და AI-ის გავლენა
  • სემანდა ფუტკარაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ბავშვთა უფლება განათლებაზე და თანასწორი განვითარების შესაძლებლობაზე
დღის წესრიგი
www.interpressnews.ge
https://newshub.ge/
https://kvira.ge/

ფოტოკონკურსი „აბრეშუმის გზა ახალგაზრდების თვალით“
საჯარო ლექცია: ჰუმანიტარული განათლება და ტვინების გადინება

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University