ქვეყნის განვითარების დონეს განსაზღვრავს განათლებული საზოგადოება. თუ გადავხედავთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევებს განათლების სისტემის შესახებ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს არცთუ სახარბიელო პოზიცია უჭირავს. საქართველოს რეიტინგი 2018 წელს, 2015 წელთან შედარებით გაუარესდა შედეგების მიხედვით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ სერიოზული ხარვეზები არსებობს.
პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ დაიწყებული განათლების სისტემის რეორგანიზაცია და რეფორმირება დღემდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერ მოხერხდა ისეთი ეფექტური საგანამანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი განათლების ხელიმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის მხრივ სასწავლო მიგრაციის ერთერთ მთავარ მოტივატორად გვევლინება.
ვიზლიბერალიზაციამ ბევრად გაამრტივა როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა და ყოველწლიურად საქართველოდან სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიემგზავრება საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. გარდა ამისა, გლობალიზაციამ და ბოლონიის პროცესში ჩართულობამ, მოიტანა ის, რომ საქართველოს უმაღლესმა სასწავლელებმა გააფართოვეს საერთაშორისო თანამშრომლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთნ, სხვადსხვა სასწავლო ორგანიზაციების, ფონდების, ცენტრების, განათლების სამინისტროს, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებისა მიერ სასწავლო პროგრამების დაფინანსების წყალობით ძალიან ბევრ ახალგაზრდას, საშუალება ეძლევა საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც სპეციალობების საკმაოდ ფართო და მოქნილი არჩევანია, მიიღოს განათლება და დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას.
კვლევის საგანს წარმოადგენს იმ ძირითდი მოტივატორების განსაზღვრა რაც ხელს უწყობს და ახალისებს სასწავლო მიგრციას და ასევე იმ გამოწვევების იდენტიფიცირება რომლის წინაშეც დღეს დგანან ქართველი სტუდნეტები პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.