პროგრამა შედგება თოთხმეტი ლექციისაგან, რომლებიც ჩატარდება შაბათ–კვირას. ლექციებს წაიკითხავენ დიმიტრი გეგენავა, სერგი ჯორბენაძე და სალომე ქავთარაძე. პროგრამის დაძლევის შემდეგ გაიცემა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი, მონაწილის კვალიფიკაციისა და მოსწრების შესაბამისი აღნიშვნით.
ლექციები იქნება ინტერაქციული, დატვირთული პრაქტიკული მაგალითებითა და სავარჯიშოებით.
პროგრამა ხორციელდება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით. ლექციები ჩატარდება აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, შატილის ქ. #4)