აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სახელით გილოცავთ წარმატებას! EEU-ში თქვენშეძლებთ მიიღოთ საუკეთესო განათლება და გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა!
აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე დამატებითი სიებით ჩარიცხული სტუდენტები სწავლის უფლების მოპოვების მიზნით ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში გაიარონ ადმინისტრაციული რეგისტრაცია (გადაიხადონ სწავლის საფასური) და წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია უნივერსიტეტში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
– ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 20 – 29 ნოემბერი;
– უნივერსიტეტში რეგისტრაცია და საბუთების წარმოდგენა – 20 – 29 ნოემბერი;
– სწავლის დასაწყისი – 3 მარტი.
პირველკურსელი ვალლდებულია, ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიაროს 20 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.ადმინისტრაციული რეგისტრაცია ითვალისწინებს სემესტრული სწავლის ღირებულების გადახდას “VTB” ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხილეთ ბმული http://ge.vtb.ge/about/contacts/) სემესტრული გადასახადი შეადგენს 1125 ლარს.
VTB ბანკში გადახდის წესი:
გადახდის დროს გადამხდელმა ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მიუთითოს შემდეგი მონაცემები:
-
შპს „აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“
-
საიდენტიფიკაციო კოფი: 400028849
-
სტუდენტის სახელი და გვარი
-
ფაკულტეტი
აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკო რეკვიზიტებია:
სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“
SWIFT: UGEBGE22
IBAN: GE19VT6600000088263608
პირველკურსელმა 20 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს რეგისტრაცია უნივერსიტეტში (ოთახი #19) და წარმოადგინოს საჭირო საბუთები.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
v პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
v 3 ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
v საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატის დედანი);
v სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ასლი და დედანი);
v წვევამდელის მოწმობა ვაჟებისთვის (ასლი და დედანი).
საბუთების მიღება იწარმოებს 10 სთ–დან 17 სთ–მდე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში, ოთახი #19. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4 (იხილეთ რუკა).