აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა მზადდება.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და თეორიების სწავლების გზით, ვუზრუნველვყოთ სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანიზაციებისეფექტიანი მენეჯმენტისა და მართვის განხორციელებას.
პროგრამა ფოკუსირებულია ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკაზე, ასევე ისმოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ორგანიზაციის სტრატეგიული მართვის, დინამიკისა დაგანვითარების სწავლება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში არსებულ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის მზარდი საჭიროების გათვალისწინებით.
პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს რეალურ ორგანიზაციულ, გუნდურ ამოცანებსა და საკუთარ თავზე მუშაობის სინერგიას, რომელიც სტუდენტებს განუვითარებს წარმატების მიღწევის მოტივაციას, მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისაკენ მისწრაფებას.
უნიკალური სასწავლო პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გარემო, ავტორიტეტული სპიკერები – ყოველივე ამის მეშვეობით პროგრამა საშუალებას მისცემს მონაწილეებს ნახტომი გააკეთონ ცოდნაში, მუშაობის უნარებსა და ღირებულებებში. პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, დასაქმების შესაძლებლობა, განვითარების დამატებითი შესაძლებლობები – აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.
სამაგისტრო პროგრამით დაინტესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში, სადაც დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ივნისში გამოცხადდება.