8 თებერვალს „აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა“ და „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა სახის სტუდენტური აქტივობები და ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ EEU-ს სტუდენტები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს EEU-ს რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა და Elsa Georgia–ს პრეზიდენტმა ბექა ძამაშვილმა.